თელავში განჯინა გაიხსნა
აღნიშნული ინიციატივის ორგანიზატორები არიან თელავის პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ინიციატივის მხარდამჭერია თელავის მერია და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია.
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა სხვა მუნიციპალიტეტებშიც უნდა დაინერგოს. გუბერნატორმა აღნიშნლ ღონისძიებას ერთობის დღესასწაული უწოდა:
,,პროგრამის ფარგლებში – ვისაც გაქვთ, გაიღეთ, ვისაც არა აიღეთ. დღეს თელავში გავხსენით განჯინა. ინიციატორები არიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ახალგაზრდები, აქტიური მოქალაქეები. გუბერნიამ და მერიამ საინტერესო ინიციატივას გამოვუცხადეთ სოლიდარობა. ვისაც გვაქვს გარკვეული ნივთები და სხვისთვის გვემეტება, შეგვიძლია მოვიტანოთ განჯინაში და ადამიანები, ვისაც სჭირდებათ აღნიშნული ნივთები, მოვლენ და ამოარჩევენ, ისარგებლებენ და თავადაც სხვა ნივთებს მოიტანენ“, – განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.
თელავის მერის პლატონ კალმახელიძეს განცხადებით, უწყება მსგავს საინტერესო ინიციატივებს მხარს ყოველთვის დაუჭერს:
,,მადლობა არასამთავრობო სექტორსა და ახალგაზრდებს ასეთი ინიციატივისთვის. მერია და გუბერნია ყოველთვის უჭერს მხარს კარგ ინიციატივებს ქალაქში. ეს არის ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა იმ ადამიანების წინაშე, ვინც განსაკუთრებით საჭიროებს ჩვენ მხარდაჭერას. იმედია, აქცია გადამდები იქნება და მეტი ადამიანი ჩაერთვება მასში“, – აღნიშნა პლატონ კალმახელიძემ.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, თელავის პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წარმომადგენლს, გიორგი ორკოდაშვილს თანაქალაქელების იმედი აქვს წამოწყებული საქმის მხარდაჭერაში.