ახალი ამბები

სოფელ ნუკრიანში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა შესასვლელი ბილიკები, მოწესრიგდება ნიადაგი და ცენტრალურ ადგილას განთავსდება სცენა. 
მათივე თქმით, დასასვენებელ პარკში ასევე გაკეთდება განათება და დაიდგმება სკამები. პარკის გარეთ კი ავტომანქანების მოსაცდელი მოეწყობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისში დაიწყო და ივნისში დასრულდება.