კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა გამოიყენეს
შედეგად თელავის მუნიციპალიტეტში მოხერხდა დასეტყვილი ფართობების და შესაბამისად მიყენებული ზარალის მასშტაბის მკვეთრი შემცირება, ხოლო გურჯაანში სეტყვა თავიდან იქნა აცილებული.
საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის მოსალოდნელი მკვეთრი გაუარესების გამო, 27 მაისიდან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. შესაბამისი სტრუქტურების მობილიზაცია ამინდის გაუმჯობესებამდე შენარჩუნდება.