ფოტომახემ ლაგოდეხში ბრაკონიერი დააფიქსირა
სამართალდარღვევის ოქმი განსახილველად გადაგზავნილია ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოში. თანამედროვე ტექნოლოგიებს ბრაკონიერობის წინააღმდეგ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია უკვე რამდენიმე წელია აქტიურად იყენებს. ინფორმაციას ,,ჰერეთი” ავრცელებს.