ახალი ამბები

ახალი ამბები

გურჯაანში მომხდარი ქურდობა გახსნილია

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მომხდარი ქურდობა გახსნილია. შსს-ს ინფორმაციით, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ილია ტ. ქურდობის ბრალდებით ცხელ კვალზე, მომხდარი დანაშაულიდან რამდენიმე საათში, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში დააკავეს.

Read More
ახალი ამბები

დღეს ამაღლება აღინიშნება

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს. 

Read More
ახალი ამბები

ყარაჯალადან სირიაში კიდევ 5 ქალი აპირებს გადასვლას

ყარაჯალას მოსახლეობის ინფორმაციით სირიაში წასვლას კიდევ ხუთი ქალი აპირებს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ 6 წელია, რაც სოფელში ვაჰაბიტები გააქტიურდნენ, რის გამოც უკვე ბავშვებიც აღარ მალავენ, რომ სირიაში გადასვლის სურვილი აქვთ. სოფელ ყარაჯალას მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. 

Read More
ახალი ამბები

კახეთში ოჯახში ძალადობის ფაქტზე დააკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში, სამ მცირეწლოვან ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს წინასწარი აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება დღეს გურჯაანის სასამართლომ მიიღო. 

Read More
ახალი ამბები

სოფელ ბაკურციხეში “ლიბერთი ბანკის” ფილიალი გაქურდეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში “ლიბერთი ბანკის” ფილიალი გაქურდეს. ფილიალი ტერიტორიული ორგანოს შენობაშია განთავსებული. 

Read More
ახალი ამბები

ოპოზიციამ თელავის გამგეობის მიერ ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა გააპროტესტა

“დემოკრატიული მოძრაობის” კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვალერი შოშიაშვილი, თელავის თვითმმართველი თემის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას აპროტესტებს. 

Read More
ახალი ამბები

ახმეტის გამგებლის მოადგილის მეუღლე არარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს ფლობს

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ვანო ნასყიდაშვილის მეუღლეს, ხათუნა თურმანაულს ახმეტის რაიონში სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის 20 ნაკვეთი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე აქვს რეგისტრირებული, – ინფორმაციას, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აქვეყნებს.

Read More
ახალი ამბები

განათლების მინისტრი პანკისის ხეობის სკოლებს ეწვია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე პანკისის ხეობის სკოლებს ეწვია. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოსწავლეებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს ხეობის სკოლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და ახალი სასკოლო პროექტები გააცნეს.

Read More
ახალი ამბები

გურჯაანში საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს

გურჯაანში, რუსთაველის ქ. № 15 – ში საქველმოქმედო აქცია „გაიღე სისხლი აჩუქე სიცოცხლე“ მიმდინარეობს.  „გაიღე სისხლი აჩუქე სიცოცხლე“ – ს.ს. „ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის” ორგანიზებით ტარდება. 

Read More
ახალი ამბები

თელავის მერიაში კონკურსანტებთან გასაუბრება 27-28 მაისს გაიმართება

თელავის მერიაში კონკურსანტებთან გასაუბრების ეტაპი 27- 28 მაისს გაიმართება. როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ინფორმაცია ყველა კანდიდატს, რომლებმაც მინიმალური ზღვარი გადალახეს ელექტრონული ფოსტით მიეწოდებათ. 

Read More