ყარაჯალადან სირიაში კიდევ 5 ქალი აპირებს გადასვლას
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალიდან სირიაში საბრძოლველად ორი ქალი წავიდა.
საუბარია სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ 30 წლამდე ორი ქალი ირადა ღარიბოვასა და ანა სულეიმანოვაზე. ყარაჯალაში ამბობენ, რომ გოგონების ოჯახის წევრები უკვე თურქეთში იმყოფებიან და მათ დაბრუნებას ცდილობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ორმა ქალბატონმა სახლში წერილი დატოვა, სადაც ნათქვამია, რომ ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს გადასვლას და ჯიჰადის გამოცხადებას აპირებენ.
არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო საზღვარი ირადა ღარიბოვამ და ანა სულეიმანოვამ გასულ კვირას გადაკვეთეს და თურქეში ჩავიდნენ, საიდანაც სირიაში გადასვლას აპირებენ. ორივე გოგონა დაოჯახებულია. ისინი სოფელ ყარაჯალიდან თბილისში საცხოვრებლად გათხოვების შემდეგ რამდენიმე წლის წინ გადავიდნენ. ინფორმაციას ,,humanrights.ge” ავრცელებს.