კახეთში ოჯახში ძალადობის ფაქტზე დააკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმის წინასასამართლო სხდომა 7 ივლისს ჩაინიშნა. ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 126 პრიმა მუხლის მე–2 ნაწილით აქვს წაყენებული, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობას ნიშნავს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, ბრალის კვალიფიკაცია შესაძლოა დამძიმდეს. ინფორმაციას ტელეკომპანია გურჯაანი ავრცელებს.