სოფელ ბაკურციხეში “ლიბერთი ბანკის” ფილიალი გაქურდეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში “ლიბერთი ბანკის” ფილიალი გაქურდეს. ფილიალი ტერიტორიული ორგანოს შენობაშია განთავსებული. პოლიციის ოფიციალური ინფორმაციით, მოპარულია კომპიუტერული ტექნიკა. ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის განცხადებით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება გურჯაანის რაიონის პოლიციამ დაიწყო. რამდენიმე თვის წინ, მსგავსი შემთხვევები მოხდა სოფელ ანაგასა და ჯუგაანში. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.