ახალი ამბები

განათლების მინისტრი პანკისის ხეობის სკოლებს ეწვია

ღონისძიების ფარგლებში სკოლებს გადაეცათ მხატვრული ლიტერატურა ბიბლიოთეკებისთვის და კომპიუტერები. პანკისის ხეობაში 7 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს 1430-მდე მოსწავლითა და 183 მასწავლებლით. აქედან 5 სკოლაა, სადაც ეთნიკური ქისტები და ჩეჩნები სწავლობენ, სწავლა აქ ქართულ ენაზე მიმდინარეობს, ერთ სკოლაში რუსული სექტორი ფუნქციონირებს. “სკოლების ხელმისაწვდომობის ქვეპროგრამაში” 5 სკოლაა ჩართული და შესაბამისად, ამ სკოლის მოსწავლეები სატრანსპორტო მომსახურებით სარგებლობენ.