ახალი ამბები

თელავის მერიაში კონკურსანტებთან გასაუბრება 27-28 მაისს გაიმართება

თელავის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრის, მედეა ჩაფურიშვილისგანცხადებით, გასაუბრებაზე 69 კონკურსანტია დაბარებული. მისივე თქმით, 190 კონკურსანტიდან ტესტირების ეტაპზე, რომელიც 10 და 11 მაისს გაიმართა, 150 გამოცხადდა, საიდანაც მინიმალური ზღვარის გადალახვა 45-მა კანდიდატმა შეძლო:
,,გასაუბრებაზე გავა 69 კონკურსანტი, აქედან 45 ბოლოს გამოცხადებული კონკურსის მონაწილეები არიან, 25 კი წინა კონკურსის მონაწილეები, რომლებიც გასაუბრების ეტაპზე ჩაიჭრნენ და ტესტირების ქულები შეუნარჩუნდათ.  რაც შეეხება გასაუბრებას, კომისიის გადაწყევტილებით, იგი ჩატარდება 27-28 მაისს, რის შესახებაც ინფორმაცია ყველა კონკურსანტს დაეგზავნება,’‘- განუცხადა knews.ge-ს მედეა ჩაფურიშვილმა.