სტატიები

,,ალდაგი“ აგროდაზღვევის საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს (R)

პროექტის ფარგლებში ,,ალდაგი“ ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზღვევას სთავაზობს. თელავის ოფისის კოორდინატორის ირაკლი ხაჩიძის განცხადებით, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის გაგრძელება მნიშვნელოვანია:

,,აგროდაზღვევის მიმართულებით ,,ალდაგს“ დიდი გამოცდილება აქვს. მაგალითად ვაზის  დაზღვევისათვის თუ მოსავლის სახით 1 ჰა-ზე უნდა მიიღოს  10 ტონა პროდუქცია, რომლის ღირებულება შეადგენს 12000 ლარს, ფერმერს ამ თანხის 5,1%  ანუ  612 ლარის გადახდა მოუწევს.  პრემიის დანარჩენ ნაწილს 408 ლარს სახელმწიფო აანაზღაურებს, 1 ტონა ყურძნის  მოსავლის დაზღვევისთვის კი ფერმერს მაქსიმუმ 61,2 ლარის გადახდა მოუწევს. 40,8 ლარს გადაიხდის სააგენტო“.

წელს თელაველი ირაკლი ჯაშიაშვილი სიმინდის მოსავლის დაზღვევას ,,ალდაგში“, აგროდაზღვევის შეღავათიანი პირობების გამო, აპირებს:

,,მაქვს სიმინდი ოცი მეასედი და გადავწყვიტე, რომ წელს დავაზღვიო. ,,ალდაგს“ აქვს დაზღვევის კარგი პირობები და ვიცი, რომ ზარალის დადგომის შემთხვევაში ამინაზღაურდება მოსავალის დროს. სიმინდის შემთხვევაში პირობები ასეთია – 40% ვიხდი მე,  60-ს კი სახელმწიფო“.

აღნიშნული კულტურების დაზღვევა შემდეგ რისკებს მოიცავს: სეტყვა, ჭარბი ნალექი და ქარიშხალი. ამ სტიქიური მოვლენების შედეგად განადგურებული მოსავლით დამდგარ ნებისმიერ ზარალს სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგი“ აანაზღაურებს. კომპანიას აგროდაზღვევის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. აღსანიშნავია, რომ ამ სახეობაში ალდაგს 3 მილიონამდე ლარის ზარალი აქვს ანაზღაურებული.

ყვარლელმა აკაკი ასაბაშვილმა ვენახი კომპანიის მიმართ სანდოობის გამო დააზღვია. ასაბაშვილი ამბობს, რომ ,,ალდაგმა“ გასულ წელს ზარალი აუნაზღაურა:

,,უკეთესი პირობების გამო ავირჩიე ,,ალდაგი“.  დაზღვეული მაქვს ვენახი, ყურძენი დაახლოებით 20 ტონა. შარშან ქარიშხალის გამო დაზიანდა ვენახის 20%, მოვიდა კომპანიიდან სპეციალისტი, შეამოწმა და ზარალი ამინაზღაურეს. წელსაც დავაზღვიე კულტურები ამ კომპანიაში და სამომავლოდაც გავაგრძელებ თანამშრომლობას“.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას და აგრო სექტორში სადაზღვევო ბაზრის დამკვიდრებას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ფერმერებს დაუფინანსებს  სადაზღვევო პრემიის დიდ ნაწილს (40%-დან 60%-მდე).

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის მაცხოვრებელმა ნესტან ნაცარაშვილმაც სადაზღვევო კომპანიის შეღავათიანი პირობების გამო გადაწყვიტა  ატმის დაზღვევა:

,,სოფელ რუისპირში მაქვს ატმის ბაღი და მინდოდა, რომ მოსავალი დაზღვეული მქონოდა, რათა სტიქიის შემთხვევაში ზარალი ყოფილიყო ანაზღაურებული. გავეცანი ,,ალდაგის“ პირობებს და გადავწყვიტე, დამეზღვია“.

სადაზღვევო კომპანია ალდაგი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოსთან“ და საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, ფერმერებს აგროდაზღვევის პოლისების შეძენის მოქნილ და გამარტივებულ სქემას სთავაზობს. ფერმერებს საშუალება ეძლევათ, სადაზღვევო პრემიის შეღავათიან პირობებში დაფინანსებისთვის  მიმართონ კრედოს და საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით.

სადაზღვევო კომპანია ალდაგი აგროდაზღვევის სახელმწიფო  პროგრამის შესახებ აქტიური საინფორმაციო კამპანიას საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. 

2015 წელს სადაზღვევო კომპანია ალდაგი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. 25 წლის წინ ალდაგის მიერ ქართულ კერძო დაზღვევას საფუძველი ჩაეყარა. ალდაგი პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 25 წელია ბაზრის ლიდერის პოზიციას იკავებს. ალდაგი ქონებასთან დაკავშირებული, ასევე, სიცოცხლის დაზღვევის მრავალფეროვან პროდუქტებს სთავაზობს საცალო და კორპორატიულ მომხმარებელს.

2014 წლის მონაცემებით, ალდაგის ბაზრის წილი მოზიდული პრემიის მიხედვით 35%-ია, ანაზღაურებული ზარალის მიხედვით მთელი ბაზრის – 33%, გამომუშავებული პრემიის მიხედვით კი – 36%. ავტომობილების დაზღვევაში ალდაგს ბაზრის 40% უჭირავს, ქონების დაზღვევაში – 49%. 2014 წლის მონაცემებით, ანაზღაურებული ზარალი ჯამურად 15,169,000 ლარს შეადგენს.