ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საგარეჯოში ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ოფიციალური მონაცემებით, კოალიცია “ქართული ოცნებიდან” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა ირმა ინაშვილს, რომელიც კენჭს იყრიდა პატრიოტთა ალიანსიდან, არჩევნები 559 ხმით მოუგო. ხიდაშელს მხარი დაუჭირა 7540-მა ამომრჩეველმა, ხოლო 6981-მა მოქალაქემ კი ხმა მისცა ირმა ინაშვილს. პატრიოტთა ალიანსის ლიდერი არჩევნების შედეგებს არ ენდობა და უჯარმისა და იორმუღანლოს ყველა უბნის მონაცემების ბათილად ცნობის მოთხოვნით მასობრივ საპროტესტო აქციებს აანონსებს. არასამთავრობო ორგანიზაციები კი შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცედურის დროს გამოვლენილ პრობლემებსა და დარღვევებზე მიუთითებენ და 4 უბანზე ბიულეტენების თავიდან გადათვლას მოითხოვენ.
Read More