სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USAID-ის პროექტის ,,ზრდასაქართველოში“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და USAID-ის პროექტის ,,ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა, ბრაიან კინგმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის ექსტენციის სახელმწიფო სერვის ცენტრების (AICCs) ხელშეწყობას, ფუნქციონირების გაუმჯობესებასა და შესაძლებლობების ზრდას.
მემორანდუმის ფარგლებში, რეგიონებში განთავსებულ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს გადაეცემათ ლაბორატორიული აღჭურვილობა, რომლის საშუალებითაც ექსტენციის სპეციალისტები დაავადებების აღმოჩენას და ფერმერთათვის კონსულტაციის გაწევას ადგილზე შეძლებენ.
Read More