სტატიები

ლევან დავითაშვილი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შექმნილი თხილისგადამამუშავებელი საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო

თხილის გადამამუშავებელი საწარმო 2015 წლის აგვისტოში, სოფლის მეურნეობისსამინისტროს „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველისაწარმოების თანდაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში მიღებული დაფინანსებითამოქმედდა. საწარმოში ჯამში განხორციელდა 557 412 აშშ დოლარის ინვესტიცია, საიდანაც222 906 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 278 706 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

შპს „ჯიენ კომპანის“ თხილის გადამამუშავებელ საწარმოში 23 ადამიანია დასაქმებული. კომპანია წლიურად 396 ტონა სხვადასხვა სახის პროდუქტს – მოხალულ თხილის გულს, დაჭრილი მოხალული თხილის გულს/ფქვილს აწარმოებს. წარმოებული პროდუქციაევროკავშირის ქვეყნებში საექსპორტოდ არის განკუთვნილი.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში შპს „ჯიენ კომპანი“ სოფლის მეურნეობისპროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით საერთაშორისოსტანდარტს ISO:22 000 მიიღებს. ISO:22 000 სტანდარტის ლიცენზიის ღირებულება 8,980დოლარს შეადგენს. საერთო ღირებულებიდან 2694 დოლარი ბენეფიციარს სოფლისმეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დაუფინანსა, 4,490 დოლარი USAID/REAP,ხოლო დარჩენილი 1,796 აშშ დოლარი ბენეფიციარმა თავად გადაიხდა. ამ ეტაპზე, კომპანია ელოდება საბოლოო აუდიტის დასკვნას, რომელიც ოქტომბრის ბოლოს იქნება. სერტიფიკატს შპს „ჯიენ კომპანი“ ნოემბრის ბოლოს მიიღებს.

„სახელმწიფოს ხელშეწყობით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, 154 ახალი საწარმოდაფინანსდა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი საწარმოები თანამედროვე ტექნოლოგიებითარის აღჭურვილი და ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, რაც ხელსშეუწყობს წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის და საექსპორტო პოტენციალისზრდას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

როგორც სამეგრელოს მხარის გუბერნატორმა, ლევან შონიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ კომპანია მომავალში გაფართოებას გეგმავს, რაც ხელს შეუწყობს წარმოების ზრდას,მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, ადგილობრივების დასაქმებას და მათი ეკონომიკურიმდგომარეობის გაუმჯობესებას

2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო ახალისაწარმოების შექმნის მიზნით არაერთ პროექტს ახორციელებს. სახელმწიფოს მხრიდანფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 700-ზე მეტი მოქმედი და 154 ახალი საწარმო, დასაქმდა 10 ათასამდე ადამიანი.

ერთიანი აგროპროექტი გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.