ახალი ამბები

შილდაში ღვინის მარანთან მისასვლელი 300 მეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

პროექტის ფარგლებში განცხორციელდა 300 მ-იანი გზის რეაბილიტაცია, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 5-6 მ-ია. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოეწყო ტროტუარი და გარე განათება, მოსაფალტდა მოედანი. რეაბლიტირებული გზა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.
მისი განცხადებით, „შალოშვილის ღვინის მარანთან“ მისასვლელი გზით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მოსახლეობის გარდა, ღვინის მარნის დამთვალიერებლები, მათ შორის, უცხოელი ტურისტებიც სარგებლობენ.