ახალი ამბები

გურჯაანელმა მოკრივემ ავსტრიაში მორიგ შეხვედრაში გაიმარჯვა

როგორც knews.ge-ს დოლენჯაშვილმა განუცხადა, მან უნგრელ მოკრივეს, კრისტიან სანტას,მეოთხე რაუნდში ნოკაუტით სძლია. მისივე თქმით, ის მსოფლიო ქამრისთვის იბრძოლებს.
Leo Levani-ს მეტსახელით მოასპარეზე მოკრივემ 10 შეხვედრიდან ყველა მოიგო, მათ შორის, ოთხში ნოკაუტით გაიმარჯვა. ლევან დოლენჯაშვილი 2015 წლიდან სუპერ საშუალო წონაში ავსტრიის სახელით ასპარეზობს. 27 წლის ლევანი რინგზე პირველად 2006 წელს გამოჩნდა.