პაატა ჯიბუტი: მინდა დაფასდეს ყველა ჯარისკაცი, ვინც ქვეყნის ერთიანობისათვის იბრძოდა და ვინც ამ ბრძოლას სიცოცხლე შესწირა
პაატა ჯიბუტი შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობს. თუმცა, სამშობლოს მისი სამსახური გაცილებით ადრე დასჭირდა. ლანჩხუთში, სოფელ ქვიანში დაბადებული ბიჭი 20 წლის იყო აფხაზეთის ომში რომ წავიდა. ამ პერიოდში სერჟანტის წოდება ჰქონდა. თავდაცვის სამინისტროს პირველ სასწავლო ცენტრში მომზადების გავლის შემდეგ წვევამდელებს სერჟანტებად უკვე თავად ამზადებდა. შეეძლო სასწავლო ცენტრში დარჩენა, მაგრამ იხსენებს, რომ აფხაზეთის ომი ახალი დაწყებული იყო, უამრავი ახალგაზრდა იღუპებოდა და ამ პროცესის შორიდან ყურება არ შეეძლო.
Read More