რეკრუტები ქმნიან მომავლის არმიას
გმირების, წარმატებული ჯარისკაცების მაგალითმა თავისი შედეგი უკვე გამოიღო. დღეს ქართულ ჯარში, არმიის მოდერნიზაციისა და განვითარების პროცესის კვალდაკვალ, ჩარიცხვის მსურველთა რიცხვი, დღითი დღე იზრდება.
საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მიერ ორგანიზებული განახლებული კურსი ამის საუკეთესო მაგალითია. ახალწვეულების უნარების გამოცდა, გაუმჯობესება და ქართული ჯარისთვის მათი შერჩევა კურსის მთავარი მიზანია.
10 კვირის განმავლობაში სპეციალურად შერჩეული საქართველოს 500-მდე მოქალაქე საწვრთნელ ბაზა`ალგეთში _ საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას გადის. კურსის მონაწილეებს მეცადინეობები ნავიგაცია-ტოპოგრაფიაში, სადისციპლინო წესდებებსა და ფიზიკურ მომზადებაში უტარდებათ.
სპეციალურად შერჩეული საქართველოს 500-მდე მოქალაქე საწვრთნელ ბაზაზე`ალგეთი _ საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას 10 კვირის განმავლობაში გადის. კურსის მონაწილეებს მეცადინეობები ნავიგაცია-ტოპოგრაფიაში, სადისციპლინო წესდებებსა და ფიზიკურ მომზადებაშიც უტარდებათ.
წავლების დასაწყისი
კურსის დაწყების პირველ დღეს, რეკრუტები და სამხედრო ინსტრუქტორები „ალგეთის“ მიმართულებით დაიძრნენ. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე განმარტავს, რომ კურსი 10 კვირიანია.
პოლკოვნიკი მამუკა ქავთარძე, BCT-ის ხელმძღვანელი: _„მოქალაქეებმა, რომლებიც დღეს არიან მოსულები, მათ გაიარეს პრაქტიკულად ყველა ის შერჩევის პროცედურა, რომელიც საჭირო იყო კურსზე ჩარიცხვისათვის. “
„ალგეთის“ საწვრთნელ ბაზაზე 10-კვირიანი სამხედრო თავგადასავალი 500-მდე რეკრუტისთვის ამ დღიდან დაიწყო. სამოქალაქო ცხოვრებიდან მოსული ახალგაზრდები სამხედრო ცხოვრებისთვის სრულ მზადყოფნას გამოხატავენ. მოტივაცია, მოლოდინი, განვითარების დაუოკებელი სურვილი ყველა რეკრუტისთვის მთავარია.
დავით ანძაველიძე, რეკრუტი: _„მე დედისერთა ვარ. ჯარში წასვლა არ მიწევდა, მაგრამ მუშაობას ვაპირებ თავდაცვის სამინისტროში. დამთავრებული მაქვს ჯავახიშვილის უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი. რაღაც გამოცდილება მაქვს და მინდა, რომ ვიმსახურო ქართულ ჯარში“.
მარეხ შოშიტაშვილი, რეკრუტი: „განსაკუთრებული მიზეზი ის არის, რომ ბავშვობიდან მინდოდა წამოვსულიყავი და მემსახურა ამ სფეროში. ვიცი, რომ ამ სირთულეებს გადავლახავ, ყველა სირთულეს დავძლევ.
მარიამ ხურციძე, რეკრუტი: _ მამაკაცებს ჰგონიათ, რომ ქალები სუსტები ვართ. ასე საერთოდ არ არის. ვფიქრობ, ბევრ მამაკაცს ვაჯობებ, დავძლევ და გავამართლებ იმედებს. მჯერა, რომ შევძლებ, ეს არის მთავარი.
სერჟანტი თამაზ ცხოვრებაშვილი, მხედრული შემართებით ჩასულ რეკრუტებს მისალმების შემდეგ დისციპლინისა და სწავლების წესებს აცნობს.
სერჟანტი თამაზ ცხოვრებაშვილი: „თქვენ იმყოფებით საწვრთნელ ბაზა `ალგეთზე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ გაივლით 10-კვირიან პროგრამას და თქვენში რჩეულები დარჩებიან მხოლოდ. რეკრუტთა სწავლება სამწყობრო მომზადებით იწყება…
მასტერ სერჟანტი დავით ცოტიშვილი: „_ აუცილებლად ექნებათ ტაქტიკური, საინჟინრო და საცეცხლე მომზადება, რომლის დასასრულიც „სროლებია. იმ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, მხოლოდ რჩეულები დარჩებიან. ზუსტად 10 კვირის შემდეგ, სამხედრო ფიცის დასრულებისას ჯარისკაცებად გარდაიქმნებიან და გადანაწილდებიან შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში.
„ის პროფესიონალები, რომლებიც ინსტრუქტორები არიან, 10 კვირის განმავლობაში საკუთარი მაგალითით, მაქსიმალური ცოდნით დაიხარჯებიან, რომ ეს ადამიანები წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეებად აქციონ“.
2 კვირის შემდეგ…
რეკრუტების ალგეთში ჩასვლიდან 2 კვირაა გასული. 500-მდე რეკრუტიდან სწავლებას რამდენიმე ათეული გამოეთიშა, ისინი ვინც სამხედრო დისციპლინას და ფიზიკურ დატვირთვას ვერ გაუძლო.
მარიამ შოშიტაშვილი, რეკრუტი: _„ძნელია, რომ წყდები ოჯახს, გადადიხარ სხვა სივრცეში, მაგრამ 8 გოგო ისევ აქ ვართ, ძალიან ბევრი ბიჭი წავიდა, მაგრამ გოგოები ისევ მყარად ვდგავართ.
რეკრუტი მარიამ ხურციძე აცხადებს, რომ ყველაზე მთავარი ამ სიტუაციაში მიზანია. როცა ადამიანს მიზანი აქვს, შეუძლებელი არაფერია.
სწავლებაზე მოხვედრის მსურველები პირველ სირთულეს ჯერ კიდევ შესარჩევი პროცედურების დროს წააწყდნენ. 18-35 წლამდე მოქალაქეები, რომლებსაც საბუთები საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებაზე შეიტანეს, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტესტები, ასევე სამხედრო სამედიცინო კომისია გაიარეს და მხოლოდ შემდეგ ჩაირიცხნენ სწავლებაზე. იცოდნენ, რომ წინ რთული გზა ჰქონდათ გასავლელი, თუმცა, როგორც რეკრუტთა უმეტესობა აღნიშნავს, ქართულ არმიაში მოხვედრის მოტივი იმდენად დიდია, რომ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დაბრკოლებას აღარ უშინდებიან.
რეკრუტები წინ მიიწევენ…
არავინ იცის დარჩენილი 6 კვირის განმავლობაში კიდევ ვინ გამოეთიშება მომზადებას…
„4 კვირა გავიდა რაც თქვენ აქ მობრძანდით, აქედან გამომდინარე, დრო მოვიდა, ისწავლოთ ბრძოლის ველზე ინდივიდუალური და წყვილებში გადაადგილების ხერხები. ისწავლოთ თუ როგორ უნდა გადაადგილდეთ მეწყვილესთან ერთად. უნდა იცოდეთ, რომ მეწყვილე თქვენი დამზღვევია, ბრძოლის ველზე მეწყვილე არის თქვენი სიცოცხლის მფარველი.„_ რეკრუტებს ამ სიტყვებით მიმართავს ინსტრუქტორი მორიგი საველე წვრთნის დაწყების წინ.
ბეჟან კუთხაშვილი, რეკრუტი: _„ის, რისთვისაც აქ ვართ მოსულები, რასაც გვინდა, რომ მივაღწიოთ, რა მოტივაც გვაქვს, იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ყველა ბარიერი და სირთულე დავძლიოთ.“
მარეხ შოშიტაშვილი, რეკრუტი: _„ვაპირებ, რომ ბოლომდე გავიდე. პირველ რიგში, რაც დიდ ძალას მაძლევს, ეს სამშობლოს სიყვარულია. რა თქმა უნდა, ბოლომდე ვიბრძოლებ და სანამ შემიძლია საქართველოს ვემსახურები.
შურმან ყაზარაშვილი, რეკრუტი: _ „რთული არაფერი არ არის, ყველაფერი შეიძლება გადალახოს ადამიანმა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვიმსახურო.“
პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე: _„ჩვენ დაგვრჩა ის შემადგენლობა, რომელთა უმრავლესობა, თითქმის 90%, ბოლო ეტაპამდე მივა და ამაყად გაივლის ფიცის მიღების ცერემონიას. მე ვდებ იმის პირობას, რომ ჩვენ გავცემთ მაქსიმუმს და რეკრუტებს მაქსიმალურად ვამზადებთ, იმ გამოცდილების გადაცემით, რაც თითოეულ ჩვენს ოფიცერს, თითოეულ ჩვენს ინსტრუქტორს გააჩნია.
წინ კიდევ 6 კვირაა. რთული ბარიერებითა და სასწავლო დღის წესრიგით დატვირთული დღეები, საბოლოო ტესტი სამხედრო ფიცია, ფიცი, რომელიც თითოეულ რეკრუტს ქართული შეარაღებული ძალების უმნიშვნელოვანეს ნაწილად აქცევს.
მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: [email protected] ;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge