სტატიები

ოთარ დანელია წყალტუბოში სასოფლო-სამეურნეო კოპერატივის წევრებს შეხვდა

კოოპერატივის კუთვნილი სათბურების საერთო  ფართი  3 ჰა-ს შეადგენს. დახურულ გრუნტში  ბოსტნეულს და სხვადასხვა სახის მწვანილს  აწარმოებენ. პროდუქციის რეალიზაცია  ადგილობრივ საბითუმო  ბაზრებზე ხდება. შპს  „ჰერბიასთან“  გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოებული პროდუქცია ექსპორტზეც გადის. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, პროდუქციის  ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 190 ათას  ლარამდე  შეადგინა.

პროდუქციის  მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფისთვის, კოოპერატივი  ღია  გრუნტში წარმოების დაწყებასაც გეგმავს.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტებს შორის,  სასოფლო-სამეურნეო კოოპერირების ხელშეწყობა უნიშვნელოვანესია. კოოპერაცია ხელს უწყობს  თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, ფერმერებისთვის მეტი შემოსავლის მიღებას და კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას,  რაც იმპორტირებული პროდუქციის  ადგილობრივით  ჩანაცვლების უზრუნველყოფის წინაპირობაა.  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი  ,,ჯანელიძეები“ არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვითარედეს წარმოება და  საქართველო გახდეს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყნა“, –  განაცხადა ოთარ დანელიამ.

კოოპერატივი „ჯანელიძეები“ 2015 წლის ივნისში შეიქმნა, მასში 6  მეპაიეა გაერთიანებული. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კოოპერატივის წევრთა 25-მდე გაზრდა.  კოოპერატივი სახელმწიფო სტატუსის მატარებელია და შესაბამისად, სახელმწიფო შეღავათებით სარგებლობს. 

დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულია 1214 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.   იმერეთის რეგიონში ჯამში შექმნილია 117 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთა საქმიანობის ძირითად  სფეროებს  სასათბურე მეურნეობა, მეფუტკრეობა, მევენახეობა და  მეცხოველეობა  წარმოადგენს.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცია (R)