წყალტუბოში სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მაგისტრალურიარხის, მეორე და სხვა რიგის გამანაწილებლების96 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მოხდა.
განხორციელებული სარეაბილიტაციო პროექტის შედეგია 4 750 ჰექტარი მიწის ფართობის წყალუზრუნველყოფა, რომლითაც 12 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს. სარეაბილიტაციო პროექტის ღირებულებამ 3 491 548 ლარი შეადგინა.
რეაბილიტირებული სარწყავი სისტემა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა დაათვალიერეს.
2012 წლიდან დღემდე იმერეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 14სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალუზრუნველყოფილიმიწისფართობი970 ჰექტრიდან 12 000 ჰექტრამდე, ხოლოდაშრობილი, კი, 1 200 ჰექტრიდან 4 400 ჰექტრამდეგაიზარდა.
დღეისათვის შპს „საქართველოს მელიორაცია“ საქართველოს მასშტაბით ახორციელებს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 24 სარეაბილიტაციო პროექტს.