ახალი ამბები

კახეთში 12 მაისს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებს

2019 წლის 12 მაისს სტიქიის შედეგად ახმეტაში, თელავში, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხში მცხოვრები დაზარალებული მოსახლეობა ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებს.

სტიქიის შედეგად დაზარალებულ 1272 ოჯახსა და 5000-ზე მეტი ადამიანს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ჰუმანტარულ ტვირთს დღეს გადასცემს.

დღეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე კახეთის რეგიონს ეწვევა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი ქადაგიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების გადაცემაში.

შეგახსენებთ, რომ 12 მაისს ხანგრძლივი წვიმის შედეგად დაიტბორა ეზოები და სარდაფები, გარდა ამისა განადგურდა ინფრასტურუქტურა.