ახალი ამბები

ქარმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

უამინდობამ გურჯაანის მუნიციპალიტეტი დააზარალა. გუშინ ღამე სოფელ კალაურსა და შაშიაანში ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, ასევე დააზიანა სკოლის სახურავი.

სოფელ ვაზისუბანში კი საავტომობილო გზაზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რის გამოც ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებული იყო, თუმცა შეზღუდვა მალევე მოიხსნა.

,,გუშინ საღამოს, ქარიშხალმა სოფელ ვაზისუბანში ხეები მოგლიჯა, რის გამოც ცენტრალურ გზაზე გადაადგილება შეფერხდა. ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლმა და სპეციალისტებმა, საკუთარი ძალებითა და მოსახლეობის დახმარებით ოპერატიულად შეძლეს გზის გაწმენდა”,- აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.