ახალი ამბები

რა გავლენას მოახდენს რუსული კანონი საარჩევნო პროცესებზე

პარლამენტთან საპროტესტო აქციები ათი დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.
,,სამართლიანი არჩევნების“ კახეთის რეგიონული კოორდინატორი ნანა დევიძე ამბობს რომ 2024-ის საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, ლეგიტიმურად არ ჩაითვალოს.
,,ჩემი ორგანიზაცია ღიად საუბრობს არჩევნებთან მიმართებაში რა პრობლემებია. ბევრი ინიციატივა იყო გათვალისწინებული და ასახული კანონში იმისთვის, რომ არჩევნების მიმართ იყოს მეტი სანდოობა საზოგადოებაში. ასევე, ორგანიზაციის დამსახურებით მივდივართ იმ განვითარების გზაზე, რომ ე.წ. შავი ხვრელები, რაც კანონდებლობაშია, არ არსებობდეს“.
მისივე თქმით, თუ ეს კანონპროექტი დამტკიცდება, გართულდება სადამკვირვებლო პროცესები არჩევნებზე.
,,ძალიან მნიშვნელოვანია დაკვირვება არჩევნებზე, რასაც აკეთებენ საქართველოში მოქმედი არსამთავრობო ორგანიზაციები. საარჩევნო უბნებზე იწერება ხოლმე საჩივრები, რისი უფლებამოსილება აქვთ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ვიცავთ უბნებზე არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. თუ მიღებული იქნება ეს კანონი, სტიგმატიზაცია ხელს შეუშლის ორგანიზაციებს მუშაობაში, რთულია იმუშაონ სტიგმის ქვეშ და დაიცვან არჩევნების სამართლიანობა. ჩვენი ორგანიზაცია გეგმავს, რომ დააკვირდეს არჩევნების პროცესსაც და შეისწავლოს წინასაარჩევნო პერიოდი, ასევე, პოსტსაარჩევნო პერიოდი და გამოაქვეყნოს ანგარიში. როგორი გარემო ხვდება არჩევნებს და როგორი გარემოთი შევდივართ საარჩევნო პროცესში, ამ საკითხზე 1 მაისს უკვე გამოქვეყნდება ჩვენი ანგარიში“.
მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტი დამტკიცდება, რთულია იმისი განსაზღვრა თუ რა პირობებში მოუწევთ მონიტორინგის ჩატარება და რამდენად მზად იქნება საზოგადოება იმუშოაბს სტიგმის ქვეშ.
,,სტიგმას ვერ მივიწებებ, რადგან ეს ეწინააღმდეგება ჩემს პრინციპებს. 1998 წლიდან ვმუშაობ და რასაც ვაკეთებდი, ვთვლიდი, რომ ვიდექი სწორ გზაზე და ახლა გამიჭირდება, რადგან ერთი ხელის მოსმით განადგურდეს ის რაშიც ამდენი შრომა ჩავდე და არ გამოვიდეს ისე, რომ ვიყავი ვიღაცის გავლენის ქვეშ. ჩვენი მეგობრების დახმარებით ვაკეთებდით, რაც ქართულ საქმეს ჭირდებოდა. ეს პროცესები არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ დააყენებს იქიდან გამომდინარე, რომ ცესკო ყოველთვის ეცდება ილაპარაკოს როგორ სამართლიანად ტარდება არჩევნები. მოგებული მხარე ყოველთვის ისაუბრებს იმაზე რომ ძალიან კარგი გარემო იყო და სამართლიან გარემოში მიიღო ხმები და გაიმარჯვა. ოპოზიცია კი ეცდება თქვას, რომ გარემო იყო ცუდი და არაკონკურენტუნარიანი. ჩაიარა ზეწოლებისა და მოსყიდვების ქვეშ. ხოლო, ის თავისუფალი და სამართლიანი სიტყვა, რაც შეფასებას აკეთებს, თუ არ იქნა გაჟღერებული ლეგიტიმაცია არ ექნება ამ არჩევნებს. თუ ლეგიტიმაცია არ ექნება, ვიცით ის 9 დათქმა, რასაც მივყევართ ევროკავშირამდე. არა რუსული კანონს, რადგან ეს ნაბიჯი ჩვენს ქვეყანას დააზიანებს ევროინტეგრაციის გზაზე. წესით, ახლა უნდა ვმსჯელობდეთ როგორ ვიყოთ ევროკავშირის წევრები და ვსაუბრობთ რაზე? თუ რამდენად უკან გვხევს რუსული კანონი. არჩევნების ლეგიტიმაციაც დადგება ეჭვქვეშ თუ სამოქალაქო ორგანიზაციები არ დავაკვირდებით არჩევნებს“.
მისივე თქმით, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობდა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პირების უფლებების დაცვის საკითხებზე და ამ სერვისის მიღებაც შეეზღუდებათ მოქალაქეებს.