ლაგოდეხში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯება
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 67 ტერიტორიულ ერთეულში 920 000 ლარი დაიხარჯება.
მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრების დროს მოსახლეობა ასახელებს პრიორიტეტულ საკითხებს, რომლებიც 2019 წელს გამოყოფილი თანხით მოგვარდება.
,,მოსახლეობა ძირითადად ითხოვს სოფლებში გარეგანათების სისტემის, საზოგადოებრივი საპირფარეშოების და ფიტნეს ტრენაჟორების მოწყობას, სასაფლაოების შემღობვას, გზების მოხრეშვას და რეაბილიტაციას, სასმელი წყლის სისტემის და სარიტუალო დარბაზის რეაბილიტაციას და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ითხოვს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პროგრამის ფარგლებში სოფლებში შეხვედრები 21 იანვარს დაიწყო და 16 თებერვლამდე გაგრძელდება. სულ 67 სოფელშია დაგეგმილი საკონსულტაციო შეხვედრა”,- აცხადებენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.