,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” თელავის სოფლებში შეხვედრები ხვალ განახლდება
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” თელავის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში შეხვედრები ხვალიდან განახლდება და 22 თებერვლამდე გაგრძელდება.
როგორც knews.ge-ს მერიაში განუცხადეს, შეხვედრებზე მოსახლეობა მიმდინარე წელს განსახორციელებელ პროექტებს და პრიორიტეტულ საკითხებს სოფლის კრებაზე თავად გადაწყვეტს.
,,აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თითოეული სოფელი მიიღებს 3-ჯერ მეტ თანხას, რასაც სრულად გამოიყენებს არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. შეხვედრები მოსახლეობასთან 8 თებერვალს განახლდება და 22 თებერვლამდე გასტანს. 8 თებერვალს შეხვედრები დაგეგმილია: წინანდალში 11:30 საათზე, აკურაში 12:00 საათზე, ვანათში 13:30 საათზე, ბუშეტში 15:00 საათზე, ქვემო ხოდაშენში 16:30 საათზე. 14 თებერვალს საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება ნაფარეულში 12:00 საათზე, ლაფანყურში 13:30 საათზე და ართანაში 15:00 საათზე. 22 თებერვალს შეხვედრა ჩატარდება 8 სოფელში: სანიორეში 12:00 საათზე, ჯუღაანში 12:00 საათზე, ლალისყურში 13:30, ხოლო კობაძეებში 15:00 საათზე. ასევე სეროდანში, ნადიკვარზე, პანტიანში და თეთრწყლებში 22 თებერვალს 15:00 საათზეა დაგეგმილი შეხვედრის ჩატარება“,- აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.