აფენსა და გვიმრიანში დასასვენებელი სკვერის და საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობას ითხოვენ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების აფენისა და გვიმრიანის მოსახლეობა დასასვენებელი სკვერის, მოსაცდელის, საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობას და ვენახამდე მისასვლელი გზის მოხრეშვას ითხოვს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, კახა ჯამბურიას თქმით, აღნიშნული პრობლემების მოგვარება მოსახლეობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრებზე დაასახელა.
,,სოფელ აფენისა და გვიმრიანში გაიმართა სოფლის კრება, სადაც მოსახლეობამ პრობლემები დაასახელა, რომელიც მიმდინარე წელს ,,სოფლის დახმარების პროგრამის” ფარგლებში გამოყოფილი თანხით მოგვარდება. წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 920 000 ლარი გამოიყო”,- განაცხადა კახა ჯამბურიამ.