სტატიები

თელავური მოდისა და ცხოვრების სტილის ტენდენციები

`_ დეიდა მარო, `ბიჯიზები~ არა გაააქვს?
_ რა დროს `ბიჯიზებია~?! ეხლა, შვილო, `ელ ჯეროა~ მოდაში!~ – ცნობილი ფრაზა გოგი ლევაშოვ-თუმანიშ¬ვილის მხატვრული ფილ¬მიდან `ათოვდა ზამთრის ბაღებს~, რომელიც სწორედ თელავშია გადაღებული, იუმორით, მაგრამ ზუსტად გამოხატავს ჩემი სტატიის სათქმელსა და პათოსს. 
_ მოდა და გემოვნება ძალზე ცვალებადი ცნებებია, თუმცა მიუხედავად ქართული ბუნების კონსერვატულობისა, ჩვენ მუდამ გვიყვარდა და დღესაც გვიტაცებს თანამედროვე ტენდენციებისადმი ფეხაწყობილი სვლა, თვალი მუდ¬მივად გარე სამყაროზე გვიჭირავს და ვცდილობათ, არ ჩამოვრჩეთ იმ ზოგად ტენდენციებს, რომლებიც ეპოქიდან ეპოქაში განსაზღვრავენ საზოგადოების ესთეტიკურ ხე¬დვასა და მისწრაფებებს. თელავი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის განმავლობაში ძირითადად ინარ¬ჩუნებდა ერთ-ერთი მნიშვნელოვა¬ნი, (თვით სატახტო ქალაქის) იმიჯს, დღეს შედარებით მოკრძალებუ¬ლადაა წარმოჩენილი, თუმცა ეს ალბათ ისევდა ისევ ჩვენი კახური, სადა და თავმდაბალი ბუნების დამსახურებაა, თუმცა გემოვნე¬ბითა და თანამედროევეობისადმი ლტოლვით სრულებით არ ჩამო¬ვრჩებით დედაქალაქს. 
მოდა და მოდურობა ყველაზე და ყველაფერზე აისახება _ დაწყე¬ბული ჩაცმისა და ვარცხნილობის კულტურით, არქიტექტურისა თუ სხვა სფეროების, მაგალი¬თად, მომსახურების სფეროების ჩათვლითაც კი. თელავში უყვართ ერთის მხრივ, ქალაქური პეწი და დახვეწილი, აკადემიური სტილი და მანერა, მეორეს მხრივ ლაღი, უშუალო, გლეხური სისადავე საუბარში, ურთიერთობებში, ნადიმში, გლოვისა თუ ლხინის ცერემონიებში. ახლა საზოგა¬დოების სოციალურ ფენასაც გა¬აჩნიაო, გაიფიქრებს მკითხველი და გარკვეულწილად მართალიც იქნება: რაც უფრო უზრუნველყო¬ფილია ადამიანი მატერიალურად, მით უფრო თავისუფალი და და¬მოუკიდებელია არჩევანში, თუმცა, ზოგადად, თუ ქუჩაში გავალთ და თუნდაც თვალს გადავავლებთ მასას, იოლად შევამჩნევთ იმ გე¬მოვნებასა და სწრაფვას უკეთესი შთაბეჭდილების მოხდენისაკენ, რაც უფრო დიდი ქალაქებისთვი¬საა დამახასიათებელი. და მაინც, თელავს ტრადიციაში მოსდგამს ის ხიბლი, რამაც გააჩინა `თბილისის მეორე ოთახის~ ცნება _ რაც, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ დედაქა¬ლაქთან მისი სიახლოვით აიხსნება.
საზოგადოება დროდადრო აი¬ტაცებს ხოლმე რაღაც ტენ¬დენციას და ის ძალზე მოდური ხდება: ბებიებისა და ბაბუების თაობა გატაცებით იგონებენ იმ დროს, როცა მთელი ქალაქი და ჩამოსული დამსვენებელი ნა¬დიკვარის პარკს იყო მიმწყდარი და ზაფხულის ხვატში გულს იგრილებდა ნადიკვრიდან მონა¬ბერი ნიავით. Aამ ბოლო დროს ეს ფუნქცია მოედნის მიმდებარე სკვერმა თავისი `შუა ქალაქით~ და ე.წ. `ჰოლივუდის~ კაფესთან `დასაბირჟავებლმა~ ფართმა შეი¬თავსა. ახალგაზრდების ნაწილმა ისიც მითხრა, ჩვენ `ფიქრის ხი¬დზე~ გვირჩევნია ზაფხულობით, იქვე სასტუმრო `ძველი თელავის~ ღია კაფე და შადრევანია და კარგ დროს ვატარებთო. Aანუ, როგორც ვხედავთ, ნელ-ნელა `ჰოლივუდი~, `შუა ქალაქი~ და `ფიქრის ხიდი~ შემოვიდნენ მოდაში, თუმცა ამ ზაფხულს სარეაბილიტაციო სამუ¬შაოებთან დაკავშირებით, თელავს საკმაოდ რთული პერიოდი ელის და მტვერსა და საშენ მასალათა ფონზე, ხარაჩოებშეყენებული სახლების ექსტერიერში ალბათ ისევ ნადიკვარი იტვირთავს სუფთა ჰაერით უზრუნველყოფის უმ¬ნიშვნელოვანეს მისიას, და იქნებ კვლავ დაიბრუნოს ძველებურად `მოდურის~ სტატუსი…
ასეა, ხან ისაა მოდაში, ხან _ ეს, იყო დრო ყველას რუხი, შავი ან თალხი ფერის სამოსი ეცვა და თელავიც სულ გადაშავებული დადიოდა, მაღაზიასა და ბაზრო¬ბაზე რომ გადახედავდა ადამიანი, მეტად რუხი ფერის სამოსი და ფეხსაცმელი სჭარბობდა, მაგრამ ახლა საგრძნობად შეიცვალა სურათი და ეს ყველაზე უკეთ სწორედ მომსახურების ამ სფე¬როში ჩანს. ამას წინათ დავუარე თელავურ მაღაზიებსა და ბაზრო¬ბებს, `მეორადი სამოსის~ დისტრი¬ბუტორებს და მათმა აბსოლუ¬ტურმა შემადგენლობამ ერთხმად დამიდასტურა, რომ დღეს მყი¬დველთა მოთხოვნილება ფერად, მხიარულ და ხალისიან ფერის სამოსზეა, ოღონდ აუცილებლად მოდურ სტილსა და დიზაინზე. ახალ;გაზრდებში ჩაცმის ავანგარ¬დული სტილიც ძალზე მოდურია და ტატუირებული, ან ზედმეტად თამამად მოშიშვლებული ახალგა¬ზრდის გამოჩენა არანაირ შოკს არ იწვევს საზოგადოებაში. სილამაზის სალონებში უფრო განსხვავებული ტენდენცია შეიმჩნევა, კერძოდ, ე.წ. `კლიენტები~ უპირატესობას ანიჭებენ იმ ვარცხნილობებს, რაც საზოგადოდ ტენდენციურია და მოდური: გრძელი, დასწორებუ¬ლი თმა და მელირება -ეს ორი ძირითადი მიმართულება დომი¬ნირებს და ოსტატი-ხელოსნებიც ტირაჟირებულად უშვებენ `ერთ თარგზე აჭრილ~ გოგონებსა და ქალბატონებს. სხვათაშორის, სი¬ლამაზის სალონ `გრაციას~ ერთ-ერთმა სტილისტმა დანანებით მითხრა, რაც არ უნდა სიახლე შევთავაზო ჩემს კლიენტს, თი¬თქოს რაღც შიში აქვს, თამამი ექსპერიმენტისა, არ მთანხმდება რადიკალურად ვარცხნილობის შეცვლაზეო. როგორც ჩანს თმის ფერისა და ვარცხნილობისა სფეროში თელავი ტრადიციული სტილისა და ერთფეროვანი ტენ¬დენციის ერთგული რჩება!
ამ ბოლო დროს მოდაში შემო¬ვიდა სამგლოვიარო ცერემონიალი საგალობლებით, თუმცა დრო იყო სასულე ორკესტრითა და ფანო¬ღური მუსიკალური თანხლებით კრძალავდნენ მიცვალებულს. Mმე ის თელავური დროც მახსოვს, ზაქარია ფალაიშვილის `დაისი~ და `აბესალომ და ეთერი~, ენიო მორიკონეს კინო-მუსიკა და სხვა ფილმების საუნდტერკები რომ იყო მოდაში და სამძიმარზე მისულ საზოგადოებას ჭიწრისუფალი `პროფესიონალისა~ და `ერთხელ ამრიკაში~, ან `ნათლიმამასა~ და `ბანდიტური პეტერბურგის~ ნაც¬ნობ და სევდიან მელოდიებში გარინდებული ხვდებოდა. სხვა¬თაშორის, ძალიან საინტერესოა, როდის და ვინ აღმოაჩინა და მოი¬ფიქრა, რომ ეს კინო-მუსიკა პა¬ნაშვიდისა და დაკრძალვის დროს აჟღერებულიყო _ როგორც ჩანს, ამ `ნოვატორმა~ თავის დროზე მათში ყოფიერების წარმავალობისა და ამაოების ფილოსოფიური ხედვა ამოიკითხა და საზოგადოებამაც უმალ აიტაცა ეს მოდა! როგორც ამბობენ, დღეს თბილისში უკვე უმუსიკოდ კრძალავენ მიცვალე¬ბულს და საინტერესოა, რამდენად აიტაცებს ამ ახალ `უმუსიკობის~ მოდას თელავი, თუ ძველებურად იმ აზრზე დარჩება, როგორც ერთ დაკრზალვაზე მოვკარი ყური, მუ¬სიკა რომ გაჩერდა, ჭირისუფალს კვნსით აღმოხდა თურმე: `არა, მუსიკით მაინც სულ სხვააო!~ 
დღეს თელავში მოდაშია წვეულების გადახდა `შატო მერესა ~ და `რჩეულ მარანში~, მოდაშია ვაჭრობა სუპერმარკეტებში `ლიმბო~ და `რეალი~, მოდაშია სტუმრების გასეირნება `ლოპო¬ტასა~ და ალავერდში, გრემში და `ყვარლის ტბაზე~, მოდურია მზიასა და ლელას საქორწინო და საღამოს კაბები, ფარნას შეკერილი მამაკცის კოსტუმები, პაულინასა და ციცოს ნამცხვრები და ნანასა და ჯულიას ტორტები, საშას ხაჭაპური და ..ერთი სიტყვით, ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს! მოდა კი ცვალებადია და ჭირვეული, უცვლელი და მარადიული კი _ ნაღდი თელავური იუმორი და ოპტიმიზმია, ის რაც ნებისმიერ დროსა და ექსტრემს უძლებს:
ამას წინათ, ერთ-ერთი ნახევრად დანგრეული და სარეაბილიტა¬ციოდ გამზადბული სახლის წინ შრომისაგან გახვითქული ნერ¬ვიულად მოფუსფუსე მუშების დიალოგს მოვუსმინე: 
—- ამიწი ბიჭო, ეს არმატურა მარჯვნივ გადამატაინეო! 
—– მანდ რა უნდა?! მანდეთ არაო!
—- ამიწი რო გეუნებიო!
—- რო მოვა `არსაკიძე~ და რო დაგანგრეინებს, მემრე გეტყვიო!~
მივხვდი, მუშებმა `არსაკიძე~ `პრარაბს~ დაარქვეს სიყვარულით და გამეცინა! რა ბედნიერებაა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში არ კვდება თელავური იუმორი და სულ მუ¬დამ რჩება მოდაში! 
ამას წინათ დავუარე თელავურ მაღაზიებსა და ბაზრობებს, `მეორადი სამოსის~ დისტრიბუტო¬რებს და მათმა აბსოლუტურმა შემადგენლობამ ერთხმად დამიდასტურა, რომ დღეს მყიდველთა მოთხოვნილება ფერად, მხიარულ და ხალისიან ფერის სამოსზეა, ოღონდ აუცილებლად მოდურ სტილსა და დიზაინზე.
ფიქრია ყუშიტაშვილი, გაზეთი კახეთის ხმა, 2012 წლის 8 მაისი