სოფელ უდაბნოს სპორტულ დარბაზს ლევან თედიაშვილის სახელი მიენიჭება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს სპორტულ დარბაზს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით ლეგენდარული ჩემპიონის, ლევან თედიაშვილის სახელი მიენიჭება.
ამ დროისთვის სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს და გაზაფხულზე დასრულდება.
სპორტული დარბაზის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 637 691 ლარით დაფინანსდა.