როგორი იქნება თელავის აეროპორტის ტერმინალი
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, თელავის აეროპორტის ტერმინალის კონცეპტ-დიზაინის შესახებ გამოცხადებულ ტენდერში შპს „ხმალაძე არქიტექტორებმა“ გაიმარჯვა.ტერმინალის არქიტექტურული პროექტი 296 000 ლარი დაჯდება.
„კანონმდებლობის დადგენილ ვადებში სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღო 13 პრეტენდენტმა. კერძოდ: შპს „მეტრიკ“, შპს „ქალაქპროექტი“, შპს „ბაუ დიზაინი“, შპს „გეოანალიტიკა“, შპს „აპექს სტუდიო 1“, შპს „კარკასი“, შპს „Georgianhouse“, შპს „დეფანი“, შპს „ხმალაძე არქიტექტორები“, შპს „მეგავატ.ჯი“, შპს „არქიტეკი“, შპსს „ვოლ“, შპს „ნს სტუდიოა“.
შპს „ხმალაძე არქიტექტორები“-ის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია მისაღებია და შეესაბამება საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს“, – აღნიშნულია შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ საკონკურსო კომისიის ოქმში.
bpn.ge-ს ცნობით, შპს ხმალაძე არქიტექტორები“ საჯარო რეესტრში 2010 წელს დარეგისტრირდა, დოკუმენტაციის თანახმად კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მესაკუთრე გიორგი ხმალაძეა.
გიორგი ხმალაძის მიერ არის დაპროექტებული შემდეგი არქიტექტურული ნაგებობები: 2020 წელს „მეამას“ ოფისი და 2014 წელს ბათუმში, SOCAR-ის ბენზინსგასამართის და მასთან არსებული McDonald’s-ის რესტორნის პროექტი, ლისის ტბაზე ბიზნეს-ცენტრი Corner Pines, პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური კომპლექსი Alliance Highline, Bioli Wellness Resort, Gergeti Residence, რესტორანი, დასასვენებელი კომპლექსი და ღვინის საწარმო ქედაში და ა.შ. გიორგი ხმალაძის აღნიშნული არქიტექტურული პროექტებისთვის არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.