ახალი ამბები

კახეთში ტრაილერი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა-დაშავებულია 6 მგზავრი

კახეთში ტრაილერი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებულია 6 მგზავრი. შემთხვევა ბაკურციხე- თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.

მიკროავტობუსს, რომელსაც სოფელ ფშავლიდან თბილისის მიმართულებით მგზავრები გადაჰყავდა, ტრაილერი დაეჯახა. მიკროავტობუსი გადატრიალდა, რის შედეგადაც მგზავრებმა მრავლობითი დაზიანებები მიიღეს. სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების განმარტებით, რამდენიმე პაციენტის ჯანმრთელობის დგომარეობა საყურადღებოა და ამ დროისათვის აუცილებელი გამოკვლევები უტარდებათ. ერთ- ერთი მგზავრი კი, რომელიც სხვებთან შედარებით მძიმე მდგომარეობაშია, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.