ახალი ამბები

თბილისი – განსხვავებული ხასიათის უბნების ერთობლიობა

ვინც ერთხელ მაინც ყოფილა თბილისში, აუცილებლად შეამჩნევდა მის მრავალმხრივ ხასიათს, დედაქალაქისთვის დამახასიათებელ ხმაურს, ენერგიას და ამასთან ერთად სიმშვიდესა და მისტიკურობას.

თბილისი თავის თავში აერთიანებს წარსულის ხიბლს, საუკუნოვან ისტორიასა და აწმყოს დინამიურობას. ამ მრავალმხრივობისა და მრავალსახოვნობის მიზეზი, ალბათ, მრავალრიცხვოვანი განსხვავებული უბნების ერთობლიობაა. ბუნებრივია, ეს განსხვავება მხოლოდ გარემოსა და მოწყობას არ გულისხმობს, ეს უფრო სახასიათო და სიღრმისეული განსხვავებებია. ეს ჭრელი სურათი, ისტორიისა და ისტორიულობის მძაფრი გაცოცხლება ქმნის თბილისის ხასიათს, იმას, რითიც აღფრთოვანდებიან ხოლმე აქაურების სტუმრები. ამ სტატიაში სწორედ დედაქალაქის უბნებზე და მათ ხასიათზე ვისაუბრებთ. მნიშვნელოვანია, რომ ამის ცოდნა ბევრ ტურისტს დაეხმარებოდა ზუსტად შეერჩია ადგილი დასარჩენად.

 

ძველი თბილისი –  ავლაბარი და სოლოლაკი: ადგილი, სადაც ისტორია ხვდება აწმყოს

 

ძველი ქალაქი, მათ შორის ავლაბარი და სოლოლაკი, თბილისის ისტორიულ გულს წარმოადგენს. ქვაფენილებიანი ვიწრო ქუჩები ნამდვილად ქმნის ქალაქის ხასიათს, თანაც შესანიშნავს, სადაც უძველესი ეკლესიები თანამედროვე კაფეების გვერდიგვერდ დგას. როცა ვამბობთ, რომ ეს ქალაქის ისტორიული ნაწილია, არ ვგულისხმობთ მხოლოდ ათეულობით საუკუნის წინანდელ წარსულს, ეს ახლო წარსულია.

ავლაბარი საუკეთესოდ წარმოაჩენს არა მხოლოდ თბილისის, არამედ მთელი საქართველოს ხასიათს, მის მულტიკულტურულობას, ტოლერანტულობას. ეს არის კულტურების შერწყმისა და შეხვედრის ადგილი დიდი ისტორიით, რომელმაც, ბუნებრივია, წარუშლელი კვალი დატოვა განსახლებაზე და თითოეულ დეტალზე, რომელიც შეიძლება უბანს ახასიათებდეს, ეს ერების საუკუნოვანი მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია.

 

ავლაბარში, სამების ტაძართან ახლოს სომეხი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონია, რომელიც თურმე როსტომ მეფეს გადაუცია თავისი სომეხი ხაზინადრისთვის მე-17 საუკუნეში საგვარეულო სასაფლაოს მოსაწყობას. ამ სასაფლაოზევეა სერგო ფარაჯანოვის სიმბოლური საფლავი ბროწეულის ნერგით.

ასე, რომ თუ თბილისის სტუმარი ხართ და ერების ეს მეგობრობა თქვენთვისაც აღმაფრთოვანებელია, ავლაბარი იდეალური უბანია მოძებნოთ ბინები დღიურად თბილისში.

რაც შეეხება სოლოლაკს, ის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი უბანია. თუმცა ამ სახელით მე-19 საუკუნიდან მოიხსენიება. სოლოლაკის ქუჩებს ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც „კავკასიის პარიზი“. ისევე, როგორც ავლაბარი, სოლოლაკიც კულტურათა და ენათა მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მისთვის დამახასიათებელია კოსმოპოლიტური არქიტექტურა. მე-19 საუკუნის ბოლოდან სოლოლაკი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უბანი იყო, აქ მაცხოვრებელი დიდებულები სახლების აშენებას მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორებს უკვეთავდნენ. თანამედროვე სოლოლაკს მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული აქვს ძველი იერი.

აქ თითოეულ სახლს თავისი ისტორია აქვს, აქ სახლებს იშენებდნენ და ცხოვრობდნენ ეპოქის უმნიშვნელოვანესი პირები: ზუბალაშვილები, ალექსანდრე ჭავჭავაძე და ა.შ..

ჭონქაძეზე ერთი დიდი სახლი დგას. ალბათ, მხოლოდ ეს შენობაც საკმარისია, დავრწმუნდეთ, როგორი იყო მაშინდელი ესთეტიკა.ამ შენობამ 1915 წელს მიიღო სპეციალური არქიტექტურული პრემია საუკეთესო ფასადისთვის. ამ შენობაში გადაიღეს სცენები „დათა თუთაშხიასა“ და სხვა ქართული მხატვრული ფილმებისთვის.

სწორედ ამიტომ და იმ ხასიათის გამო, რომელსაც ეს შენობები, ადამიანები ძენენ უბანს, იგი დღემდე პოპულარულია ტურისტებში. სოლოლაკში მრავლადაა ბინები დღიურად. მით უმეტეს, რომ თუ არჩევანს ამ უბანზე გააკეთებთ, დიდია ალბათობა, რომ ისტორიულ სახლში მოგიწიოთ დღეების გატარება.

 

მთაწმინდა – ბოჰემური სული და კულტურული ვიბრაციები

 

თეატრები, სამხატვრო გალერეები, პანთეონი, ფუნიკულიორი, თავისუფლების მოედანი, პარლამენტი, ქაშვეთი, პირველი სკოლა, – ეს ნახევარიც კი არაა იმ დაწესებულებისა და ადგილების, რომლებიც ამ უბანს ეკუთვნის. მიუხედავად ამ უდიდესი ჩამონათვალისა, მისი ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა მაინც ფუნიკულიორია, რომლის მშენებლობაც 1903 წელს დაწყებულა ფრანგი ინჟინრის, ბლანშის, პროექტის მიხედვით.

 

 

ფუნიკულიორის გზის მშენებლობაში ბელგიელი და იტალიელი ინჟინრები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც უამრავ ქართულ საქმეში, ამ მშენებლობაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა ნიკო ნიკოლაძემ. ამ ადამიანების დაუღალავი შრომითა და სურვილით, თბილისს ფუნიკულიორი აქვს, იგი 1905 წელს გაიხსნა და ამ ფაქტს ფერწერული ტილოც კი მიუძღვნა ნიკო ფიროსმანმა.

 

ქალაქის ეს უბანი ფაქტობრივად ყველა ეპოქის ძეგლს აერთიანებს და ამოუწურავ ისტორიებს სთავაზობს დამთვალიერებელსა თუ მაცხოვრებელს. ბინები დღიურად თბილისში, მთაწმინდაზე შეგიძლია შეარჩიო, როგორც ძველ შენობებში და ძველებური ესთეტიკით, ასევე თანამედროვე დიზაინითაც. დიდი ბედნიერებაა, რომ მიუხედავად ქალაქის სწრაფი განვითარებისა უბანს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს თავისი ხასიათი და აქ თუნდაც ერთი საათი ხეტიალისასაც კი იგრძნობთ მას.

 

ჩუღურეთი – თბილისის დამალული, ავთენტური სული

 

როცა თბილისის უბნებზე ვსაუბრობთ, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ჩუღურეთი, თბილისის დამალული, ავთენტური სული, რომელსაც უნიკალური ხიბლი და ისტორიები აქვს. მე-12 – მე-13 საუკუნეებში საქართველოს სამეფო რეზიდენცია მტკვრის მარცხენა ნაპირზე იყო განლაგებული და სწორედ აქ იყო ქალაქის გული, აქ ჩქეფდა სიცოხლე. სხვადასხვა საქონელი თბილისში შემოდიოდა სწორედ ჩუღურეთის ტერიტორიის გავლით. ტერიტორია თბილისს მე-19 საუკუნიდან შემოუერთდა. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან კი აქ ევროპული ტიპის სახლების მშენებლობა დაიწყო.

ახლა ტურისტებს შეუძლიათ ისეირნონ ჩუღურეთის ქუჩებში და შეხვდნენ ტრადიციულ ქართულ სახლებს, რომლებიც უფრო თანამედროვე ნაგებობების გვერდით დგანან. რაიონი ატარებს გარკვეულ ავთენტურობას, ინარჩუნებს წარსულის ელემენტებს და თან მიჰყვება თანამედროვე თბილისის განვითარების დინამიკას.

 

 

ბინებრი დღიურად თბილისში, ჩუღურეთში საკმაოდ პოპულარულია, აქვეა „ფაბრიკა“, რომელსაც საკუთარი ჰოსტელი აქვს და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კონცეფციის ადგილია ქალაქში, რაც თავისთავად ცხადია, რომ იზიდავს კიდეც უამრავ ტურისტს.

ჩუღურეთი უფრო იმ ადამიანებისთვისააა, რომელთაც მოსწონთ ზედმეტი გაპრანჭულობის გარეშე ქალაქის ყოველდღიურობის ნახვა, რომელთა მოგზაურობაც ავთენტურ, თანამედროვე ამბებთან შეხებას ნიშნავს და იმ ტურისტებისთვისაც, რომლებიც უარს არ ამბობენ, გვიანობამდე ისეირნონ ქალაქის ქუჩებში, თითქმის არ შევიდნენ ძვირფას რესტორნებში, მაგრამ ესტურნონ ადგილობრივ ბარებსა და რესტორნებს, რომლებიც ავთენტურ ნამდვილ ქართულ რამეებს აზიარებენ.

 

Let’s speak about ვაკე-საბურთალო

ვაკე ხასიათდება თავისი სიმწვანით, განსაკუთრებით ბაგები და ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლებით. თავისი პარკებით, მაღაზიებით, კაფეებითა და რესტორნებით, რომლებიც არ ჩამოუვარდება ნებისმიერი ევროპული ქალაქის ცენტრს, იზიდავს მათ, ვინც აფასებს ცხოვრების დახვეწილ წესს.

ყველაფერი კი ასე მოხდა, სოფელ ვერეში მე-19 საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო ქალაქური ტიპის სახლების მშენებლობა და საუკუნის ბოლოს უკვე მიაღწია ვაკის გამყოფს, საზღვარს, ვარაზის ხევს. იქამდე სოფელი ვერე ცნობილი იყო თავისი ბაღებით და ქალაქის მაცხოვრებლებს ხეხილით ამარაგებდა. ვაკეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებლობამ დიდი როლი შეასრულა და იგი პრესტიჟულ უბნად აქცია.

 

 

საბურთალოც თბილისის მნიშვნელოვნად დაწინაურებული უბანია, შეიძლება მას შევხედოთ, როგორც კომერციულ ცენტრს, როგორც საქმიან უბანს, თავისი მაღალსართულიანი შენობებით, ოფისებით, სავაჭრო ცენტრითა და ცოცხალი, დინამიური ატმოსფეროთი.

თუ საბურთალოს ისტორიითაც დავინტერესდებით, დაახლოებით იგივე პერიოდთან მივალთ, როცა ვაკის განვითარება დაიწყო. 1917 წლიდან საბურთალო თბილისის ნაწილი გახდა.

ვაკეც და საბურთალოც სიძველეებითა და რეტრო ესთეტიკით დაინტერესებული ტურისტებისთვის ნამდვილად არ არის. თუმცა თუ ბინები დღიურად თბილისში საქმიანი ვიზიტისთვის გჭირდებათ, ეს ნამდვილად თქვენთვის შესაფერისი უბანია. მნიშვნელოვანია, რომ უბნები დაახლოებულია აუცილებელ ინფრასტრუქტურასთან და გზასა და გადაადგილებაში ნაკლებ დროს დაკარგავთ. თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გეგმავთ მოძრაობას, საბურთალოზე ხუთი მეტროსადგური დაგხვდებათ: მეტროსადგურები ტექნიკური უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, დელისი, ვაჟა-ფშაველა და სახელმწიფო უნივერისტეტი.

 

სტატიაში არ გვისაუბრია მის ყველა უბანზე, რომელთაც არანაკლები ისტორია და მნიშნელობა აქვთ, ვიდრე ზემოთ განხილულ დასახლებებს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ თბილისი ქალაქია ხასიათით, ქალაქი, რომელშიც ყველასთვის მოიძებნება ადგილი. ვინც არ უნდა იყო, როგორი ცხოვრების სტილიც არ უნდა იყოს შენთვის მიმზიდველი, აუცილებლად იპოვი ადგილს, რომ თავი კარგად იგრძნო.