ახალი ამბები

მედიკოსები სეზონური ვირუსების პიკს იანვრის ბოლოს ელოდებიან

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ვირუსების პიკს იანვრის ბოლოს ელოდებიან.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, სეზონური ვირუსების პიკს იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში ელოდებიან.

,,სეზონური ვირუსების პირველი პიკი დეკემბრის მეორე ნახევარში გავიარეთ. შემდეგ პიკს ველოდებით იანვრის ბოლოს. გრიპი საკმაოდ სერიოზული დაავადებაა და ყოველწლიურად სხვადასხვა შტამი გახლავთ დომინანტური. მიმდინარე წელს ცირკულირებს A ტიპის ვირუსი. მისი ძირითადი დამახასიათებელი სიმპტომი მაღალი ტემპერატურაა.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე, კახეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურია და ექვემდებარება კონტროლს.

,,გასულ კვირას სულ 24 შემთხვევა გვქონდა რეგიონის მასშტაბით, რაც გვაძლევს იმის თქმის საშალებას, რომ კახეთში გვაქვს სტაბილური ეპიდ.სიტუაცია. ერთ-ერთი განმაპირობებელი არის ის რომ მიმდინარე წელს საკმაოდ გაზრდილია აცრების რაოდენობა, მეტი ადამიანი იკეთებს გრიპის ვაქცინას. განსაკუთრებით აქტიურობდნენ 60 წლის და მეტის ადამიანები, რაც ძალიან კარგიავაქცინაცია ეფექტურია ვიდრე ვირუსი დაიწყებს ცირკულირებას. აცრა ადამიანს იცავს გართულებებისგან.

მისივე თქმით, სტაბილური სიტუაციაა კოვიდ 19 დაკავშირებითაც. ამბობს რომ მისმა მაჩვენებელმაც იკლო.

,,რეგიონში, კოვიდ 19 დაკავშირებითაც სტაბილურია სიტუაცია. ბოლო პერიოდში ნაკლები შემთხვევები ფიქსირდება. დაახლოებით 15 მდე შემთხვევა დაფიქსირდა რეგიონის მასშტაბით ბოლო პერიოდში რაც დაახლოებით, არის 1%.

კოვიდის ნაკლები შემთხვევები განპირობებულია იმით რომ ბევრ ადამიანს აქვს გაკეთებული აცრა და იმუნიტეტი იცავს. ბევრმა უკვე გადაიტანა ის შტამი რაც ცირკულირებდა და მისი პათოგენურობაც შემცირდა. აღარ გვაქვს მძიმე შემთხვევები რასაც კოვიდი იწვევდა. ვისწავლეთ პრევენციული ზომები მიღება როგორიცაა ხელები დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადი ტარება, ოთახების განიავება და დამუშავება სველი წესით, სუფთა ჰაერზე სეირნობა. პირბადის ტარება მართალია, აღარ არის სავალდებულო, თუმცა სასიხარულოა რომ სეზონური ვირუსების დროსაც აქტიურად იყენებს მოსახლეობა“.

მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ადამიანს ვირუსი გაურთულდა, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს რათა დროულად მოხდეს პრევენცია და თავიდან აიცილოს შემდგომი გართულება.

,,იმ შემთხვევაში თუ ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, ყველა კლინიკა ვალდებულია მიიღოს პაციენტი. ჯერ მიმართონ ოჯახის ექიმს, გამოიძახონ სასწრაფო დახმარების ბრიგადა რომელიც გადაიყვანს კლინიკაში“.