მთავრობამ კვერცხმდებელი ქათმის დაცვის სტანდარტები დაადგინა
საქართველოს მთავრობამ კვერცხმდებელი ქათმის დაცვისთვის ახალი სტანდარტები დაადგინა.
შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა. ახალი ნორმატიული დოკუმენტი საქართველოში EU-ს რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებს აწესებენ. სტანდარტი მოიცავს ქათმისთვის განკუთვნილი სივრცეების პარამეტრების განსაზღვრას და იმ წესებს, რომლითაც მათი მოვლა უნდა მოხდეს.
საქსტატის სოფლის მეურნეობის სტატისტიკის თანახმად, საქართველოში სულ 11 მილიონი ქათამია, რომლებიც წლის განმავლობაში 655 მილიონ კვერცხს დებენ (2022 წელი).
მთავრობის დადგენილების მიხედვით კვერცხმდებელი ქათმის დაცვის სტანდარტები ასეთია:
მუხლი 1
1. „კვერცხმდებელი ქათმის დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ (შემდგომში − წესი) ადგენს კვერცხმდებელი ქათმის დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს.
2. ეს წესი არ ვრცელდება:
ა) საწარმოზე, 350-ზე ნაკლები კვერცხმდებელი ქათმით;
ბ) საწარმოზე, სადაც ხორციელდება სანაშენე კვერცხმდებელი ქათმის გამოზრდა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საწარმოზე ვრცელდება „ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №6 დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნები.
4. ამ წესის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).
მუხლი 2
1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კვერცხმდებელი ქათამი − Gallus gallus სახეობის ქათამი, რომელმაც მიაღწია მომწიფების ვადას და ინახება კვერცხის წარმოებისთვის და არ არის განკუთვნილი სანაშენედ/ინკუბატორისათვის;
ბ) საბუდარი − ცალკეული ქათმისთვის ან ქათმების ჯგუფისთვის (ჯგუფური საბუდარი) განცალკევებული ადგილი კვერცხის დასადებად, რომლის იატაკის კომპონენტები არ შეიძლება შეიცავდეს მავთულის ბადეს, რომელსაც შეიძლება, ფრინველები ეხებოდნენ;
გ) ქვეშსაგები − ნებისმიერი ფხვიერი მასალა, რომელიც ქათმებს საშუალებას აძლევს, დაიკმაყოფილონ თავიანთი ეთოლოგიური მოთხოვნილებები;
დ) გამოსაყენებელი ტერიტორია − არანაკლებ 30 სმ სიგანის ფართობი, არაუმეტეს 14%-იანი იატაკის დახრილობით, არანაკლებ 45 სმ-იანი სიმაღლით. საბუდრის ადგილები არ ითვლება გამოსაყენებელ ტერიტორიად.
2. ამ წესის მიზნებისთვის, ასევე გამოიყენება „ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №6 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული ტერმინები.
ბ) თუ კვერცხმდებელ ქათმებს აქვთ წვდომა ღია ფართთან:
ბ.ა) უნდა არსებობდეს რამდენიმე ხვრელი, არანაკლებ 35 სმ სიმაღლისა და 40 სმ სიგანისა და ვრცელდებოდეს შენობის მთელ სიგრძეზე, რომელიც პირდაპირ წვდომას ანიჭებს გარე ზონასთან; ნებისმიერ შემთხვევაში, 1 000 ფრთიან გუნდზე უნდა იყოს 2 მ სიგრძის ღიობები;
ბ.ბ) ღია ფართი უნდა იყოს:
ბ.ბ.ა) ნებისმიერი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად სიმჭიდროვისა და ნიადაგის მახასიათებლის შესაბამისი;
ბ.ბ.ბ) აღჭურვილი უამინდობისა და მტაცებლებისგან თავშესაფრით და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საწყურებლით.
5. თითოეულ კვადრატულ მეტრზე გამოსაყენებელ ტერიტორიაზე ფრინველის სიმჭიდროვე არ უნდა აღემატებოდეს ცხრა კვერცხმდებელ ქათამს. ამ დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრული ბიზნესოპერატორებისათვის, 2035 წლის 1 იანვრამდე, სადაც გამოსაყენებელი ტერიტორია აკმაყოფილებს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია 12 კვერცხმდებელი ქათმის არსებობა იმ ფერმებისთვის, რომლებიც იყენებენ ამ სისტემას 2026 წლის პირველი ივნისიდან.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მინიმალური მოთხოვნები ვრცელდება ყველა ალტერნატიულ სისტემაზე.
მუხლი 5. ამ მუხლით განსაზღვრული ყველა გალიის სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს, სულ მცირე, შემდეგ მოთხოვნებს:
ა) კვერცხმდებელ ქათმებს უნდა ჰქონდეთ:
ა.ა) არანაკლებ 750 სმ2 გალიის ფართობი თითოეულ ქათამზე, საიდანაც გამოსაყენებელი ტერიტორია შეადგენს 600 სმ2-ს; გალიის სიმაღლე, გარდა გამოსაყენებელი ტერიტორიის ზემოთ, უნდა იყოს, სულ მცირე, 20 სმ თითოეულ წერტილში და არცერთ გალიას არ უნდა ჰქონდეს 2000 სმ2-ზე ნაკლები საერთო ფართობი;
ა.ბ) საბუდარი;
ა.გ) ქვეშსაგები ისეთი, რომ შესაძლებელი იყოს ჩანისკარტება და დაკაწვრა;
ა.დ) თითოეულ ქათამზე შესაბამისი ქანდარა არანაკლებ 15 სმ-ისა;
ბ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკვებურით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეუზღუდავად. მისი სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 12 სმ-ისა გამრავლებული ქათმების რაოდენობაზე გალიაში;
გ) თითოეულ გალიას უნდა ჰქონდეს გუნდის ზომის შესაბამისი სასმელი სისტემა, სადაც თითოეული ქათმისთვის, სულ მცირე, ორდვრილიანი საწყურებელი ან ორი ჭიქა უნდა იყოს ხელმისაწვდომი;
დ) ქათმების ინსპექტირების, ჩასმისა და დეპოპულაციის გასაადვილებლად, გალიების იარუსებს შორის გასავლელი უნდა იყოს არანაკლებ 90 სმ სიგანის, ხოლო შენობის იატაკსა და გალიების ქვედა იარუსს შორის უნდა იყოს არანაკლებ 35 სმ სივრცე;
ე) გალიები აღჭურვილი უნდა იყოს კლანჭების დასამოკლებელი აღჭურვილობით.
უნდა დასუფთავდეს და დაექვემდებაროს დეზინფექციას და, ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველი დეპოპულაციის შემდეგ და ქათმების ახალი პარტიის ჩასმამდე. ვიდრე გალიები დაკავებულია, ზედაპირები და ყველა აღჭურვილობა უნდა იყოს დამაკმაყოფილებლად სუფთა მდგომარეობაში.
გამონაყოფები უნდა მოსცილდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროა და მკვდარი ქათმები გამოტანილ უნდა იქნეს ყოველდღე.
5. გალიები უნდა იყოს სათანადოდ აღჭურვილი ქათმების გაქცევის თავიდან ასაცილებლად.
6. ქათმების სამყოფელს, რომელიც შედგება გალიების ორი ან მეტი იარუსისგან, უნდა ჰქონდეს მოწყობილობა ან უნდა იქნეს მიღებული შესაბამისი ზომები, რათა შესაძლებელი იყოს ყველა იარუსის უპრობლემოდ შემოწმება და ქათმების ადვილად გამოყვანა/მოცილება.
7. გალიის კარის დიზაინი და ზომები უნდა იყოს ისეთი, რომ ზრდასრული ქათმის გამოყვანა შესაძლებელი იყოს ზედმეტი ტანჯვისა და დაზიანების გარეშე.
8. აკრძალულია ყველა სახის დასახიჩრება. თუმცა, ბუმბულზე ჩანისკარტება და კანიბალიზმის თავიდან ასაცილებლად, სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია ნისკარტის წვერის მოჭრაზე, იმ პირობით, რომ ეს განხორციელდება კვალიფიციური პერსონალის მიერ 10 დღეზე ნაკლები ასაკის წიწილებზე, რომლებიც განკუთვნილია კვერცხდებისათვის.