საარსებო შემწეობის თანხა მხოლოდ 2 თვით იქნება შესაძლებელი
ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციისთვის განაცხადის წარდგენა მარტივდება. მათივე ცნობით, 1-ელი ივლისიდან, 60 დღემდე შემცირდება საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადა.
აღნიშნული ცვლილებები მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი „ადამიანური კაპიტალის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. კერძოდ, პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ოჯახები განაცხადის შეტანას ონლაინ – ელექტრონული სისტემის მეშვეობით შეძლებენ.
ახალი სისტემა ხელმისაწვდომი იქნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც. ამასთან, 1-ელი ივლისიდან, 60 დღემდე შემცირდება საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადა.
„ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს – რობერტო კლაუდიო სორმანის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა „ადამიანური კაპიტალის“ პროგრამის ფარგლებში სოციალური დაცვის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ პროგრამის მიზანია სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება და მოსახლეობისთვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის – ირინე წაქაძის განცხადებით, პროგრამის პირველი ეტაპი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციისთვის განაცხადის წარდგენის პროცესის გამარტივებას ისახავს მიზნად. კერძოდ, პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ოჯახები განაცხადის შეტანას ონლაინ – ელექტრონული სისტემის მეშვეობით შეძლებენ.
ახალი სისტემა ხელმისაწვდომი იქნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც. ამასთან, 1-ელი ივლისიდან, 60 დღემდე შემცირდება საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადაც, რაც შესაძლებლობას მისცემს ოჯახებს, რომ მიიღონ ფინანსური დახმარება უფრო სწრაფად“, – ნათქვამია განცხადებაში.

