ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავის ისტორიული სასახლის შენობა დახმარებას საჭიროებს

ყოფილი ყაზახაშვილების სახლი მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება და თელავის ერთ-ერთ უძველეს ნაგებობათა რიცხვს მიეკუთვნება. იგი ქალაქის ისტორიული განაშენიანების მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს.

ქალაქი, რომლის არქიტექტურული ძეგლები ისტორიას აცოცხლებს. სამწუხაროდ, ბევრი ისტორიული შენობა მძიმე მდგომარეობაშია. სვეტები და თაღები, აგურით ნაშენი ხელოვნების ნიმუში. გაეცანით ყახაზაშვილების სასახლეს, რომელიც თელავის ერთ-ერთი ისტორიული ძეგლია.

საკმაოდ დიდი ზომის ეზოს სიღრმეში განთავსებული, ჰორიზონტალურად წაგრძელებული ორსართულიანი შენობის მთავარ მომხიბვლელობას, მის ერთგვარ „პალაცოურ“ იერს მსუბუქი პროპორციების მქონე აგურის წრიულ სვეტებს დაყრდნობილი ხის აივანი და დეკორატიული თაღებით შემკული ღიობები ქმნის. ამდენად, შენობა მნიშვნელოვანია სიძველით, თელავისათვის ტრადიციული დაგეგმარებით და მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტით.