ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მოსახლეობას შობა-ახალ წელს ულოცავს.
როგორც ის განმარტავს, შობა-ახალი წელი ის დროა, როდესაც ბავშვობიდან მოყოლებული, სურვილს ვიფიქრებთ ხოლმე და მის ასრულებას ველოდებით.
„ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება!
ევროკავშირის ელჩად ყოფნის დროს, არ შემხვედრია საქართველოს არც ერთი მოქალაქე, ვისაც იგივე სურვილი არ ექნებოდა, ამიტომ, მოდით შობა-ახალი წელი საქართველოს ამ ისტორიული მიღწევით აღვნიშნოთ.
ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ”, – ევროკავშირის ელჩი საქართველოში.