საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცმა მასთან სახლში მისულ თანასოფლელს, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.
31 წლის კაცი მიყენებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.
მკვლელობამდე თანასოფლელებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, თუმცა რა საკითხზე იყო კამათი, ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.