პატარა ქვეყნის დიდი მომავალი – საქართველო ევროპულ გზაზე
გადაცემათა ციკლი ეძღვნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებას. განვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ჩვენს საზოგადოებას ამ მიმართულებით აღელვებს და აახლოვებს გზას ევროკავშირამდე.
გადაცემაში ვისაუბრებთ იმის შესახებ რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ამასთან განსაზღვრავს დათქმებს, რომელთან ერთადაც ამ რეკომენდაციას გასცემს. დათქმების შესახებ ინფორმაცია ვრცლად განმარტებულია გაფართოების შესახებ 75-გვერდიან ანგარიშში, რომლებშიც განსაზღვრულია ცხრა პრიორიტეტული მიმართულება, რომელთა შესახებაც საქართველომ პროგრესი უნდა აჩვენოს.
დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილი და ,,აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” თელავის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ მჭედლიშვილი.