გურჯაანში პროექტის „გოგონების გაძლიერება სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობისთვის“ ფარგლებში ტრენინგები ჩატარდა
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში პროექტის „გოგონების გაძლიერება სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობისთვის“ ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლე გოგონებისთვის ტრენინგების სერია დასრულდა.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ცნობით, პროექტის „გოგონების გაძლიერება სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობისთვის“ მიზანია, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლე გოგონების ცნობიერება აამაღლოს მათი ფუნდამენტური უფლებების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ძალადობის ადრეული შემჩნევის ტექნიკებისა და კარიერული დაგეგმვის შესახებ.
„შეხვედრების ფარგლებში, გოგონებმა ტრენერების ჩართულობით თეორიულ საკითხებთან ერთად, პრაქტიკული სამუშაოებიც გაიარეს.
მოსწავლე გოგონებისთვის თემატური ტრენინგების სერია მთელი თვის მანძილზე კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს მათი უნარების გაძლიერებას უკეთ გაუმკლავდნენ მიგრაციის, უმუშევრობის, განათლებაზე ხელმისაწვდომობის არქონისა და გენდერული ძალადობის გამოწვევებს.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია 6-თვიანი პროექტს „გოგონების გაძლიერება სოციო-ეკონომიკური მდგრადობისთვის“ კანადის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და განვითარების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს“, –აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.