საქსტატი- რეგიონებს შორის უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კახეთშია
საქართველოს რეგიონებს შორის უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია 30%, ხოლო ყველაზე დაბალი კახეთში – აღნიშნული ინფორმაცია საქსტატის რეგიონების სტატისტიკაშია მოცემული.
მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი 25%, მესამეზე კი იმერეთი 23.1%, ხუთეულშია შიდა ქართლი 22% და თბილისი 19.5%.
დანარჩენი რეგიონების მაჩვენებელი ასეთია:
აჭარა 18.4%
გურია 17.1%
სამეგრელო ზემო სვანეთი 15.7%
სამცხე-ჯავახეთი 14.9%
მცხეთა-მთიანეთი 14.7%
კახეთი 8.7%