2022 წელს ნარჩენებით გარემოს დაბინძურების 2 722 ფაქტი გამოვლინდა – საქსტატი
2022 წელს საქართველოში გარემოს დაცვის სფეროში 12 342 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში „საქართველოს ბუნებრივი რესურსები და გარემოს დაცვა“.
საქსტატის თანახმად, ყველაზე მეტი, 2 722 კანონსაწინააღმდეგო ქმედება ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას ეხებოდა.
2022 წელს გარემოს დაცვის სფეროში გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობა, დარღვევის სახეების მიხედვით:
ნარჩენებით გარემოს დაბინძურება – 2 722 ფაქტი;
ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევა – 1 858 ფაქტი;
ხე-ტყის უკანონო ჭრა – 1 811 ფაქტი;
ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევა – 1 300 ფაქტი;
სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა – 791 ფაქტი;
წიაღის უკანონო მოპოვება – 758 ფაქტი;
ნადირობის წესების დარღვევა – 578 ფაქტი;
თევზჭერის წესების დარღვევა – 525 ფაქტი;
მიწის კანონმდებლობის დარღვევა – 397 ფაქტი;
წყლის კანონმდებლობის დარღვევა – 368 ფაქტი;
ნებართვის პირობების დარღვევა/უნებართვო საქმიანობა – 367 ფაქტი;
სხვა დარღვევები – 867 ფაქტი.