თელავში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის ამომრჩევლებისათვის გაცნობა დაიწყო
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თელავში, ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის ამომრჩევლებისათვის გაცნობა დაიწყო.
პირველი შეხვედრა, დღეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა. ხმის მიცემის ელექტრონული სისტემისა და პროცედურების შესახებ, დამსწრეებს თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ფარადაშვილი ესაუბრა.
“უნივერსიტეტის წარმომადგენლებს თეორიულად და პრაქტიკულად ავუხსენით ელექტრონულად ხმის მიცემის წესები, ვესაუბრეთ ახალი ტექნოლოგიების უპირატესობასა და პროცედურაზე. ეს არის თელავში პირველი შეხვედრა. შემდგომში, ჩვენ გავაგრძელებთ და სხვა ორგანიზაციებსაც ჩავრთავთ. ასეთივე აპარატურა ხმის ელექტრონულად მიცემის პრაქტიკულად შესასწავლად, დგას იუსტიციის სახლშიც და ყველა ამომრჩეველს შეუძლია გაეცნოს“- განაცხადა ფარადაშვილმა.
შეხვედრის მონაწილეები, ელექტრონულად ხმის მიცემის პროცედურას, ადგილზე დამონტაჟებული ვერიფიკაციის აპარატისა და ელექტრონული მთვლელის საშუალებით, პრაქტიკულად გაეცნენ. ელექტრონული წესით ხმის მიცემის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე ერთი თვეა დაიწყო. ხმის მიცემის ელექტრონული საშუალებები უკვე გამოიყენეს გურჯაანის. მუნიციპალიტეტში, მერის რიგგარეშე არჩევნების დროს.
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, ხმის მიცემის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება.