სამძიმარი რეგიონულ მედიას
მედია ორგანიზაცია „კახეთის ხმის“ სახელით გვსურს გამოვხატოთ ღრმა მწუხარება რეგიონული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლის, ქუთაისის რადიო „ძველი ქალაქის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტის, ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო.
ქეთი ბერძენიშვილის სახით რეგიონული მედიის გვერდით იდგა საუკეთესო პროფესონალი, საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, ცვლილებებისათვის მებრძოლი, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და ზნეობრივი ღირებულებების მქონე, ღირსეული და გამორჩეული ადამიანი, რომელიც ადგილობრივი საზოგადოების ინტერესების დამცველი და რეგიონული განვითარების მხურვალე მხარდამჭერი იყო.
ქეთი ბერძენიშვილის უდროოდ წასვლა ძალიან დიდი დანაკლისია ადგილობრივი მედიის, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორისთვის, მისი ძვირფასი ქუთაისისთვის და მთლიანად საქართველოსთვის.
ვუსამძიმრებთ ქეთის ძვირფას ოჯახს, რადიო „ძველი ქალაქის“ მთელ გუნდს, საქართველოს რეგიონულ მედიას, მის მეგობრებს, კოლეგებსა და თანამებრძოლებს!
გვჯერა, რომ ქეთის მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი და თავისუფლების იდეალები აუცილებლად შთაგვაგონებს ჩვენს საქმიანობაში.
ღრმა მწუხარებით,
მედია გამოცემა „კახეთის ხმა“