დედოფლისწყაროში კომპანია „ქარვა“ მზესუმზირას ზეთის საწარმოს ყიდის
დედოფლისწყაროში „საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა“ მზესუმზირას ზეთის საწარმოს 1 790 000 მლნ ლარად ყიდის.
Auction.ge-ზე გამოქვეყნებული განაცხადის თანახმად, ელექტრონულ აუქციონზე ფასი არ მოიცავს დღგ-ს.
„საწარმოო შენობაში განთავსებულია მზესუმზირას რაფინირებული ზეთის წარმოებისთვის ყველა საჭირო დანადგარი, დღეში 5 ტონა წარმადობით“, – აღნიშნულია ობიექტის აღწერილობაში.
შეთავაზების დეტალები შემდეგია: იყიდება არასასოფლო-სამეურნეო მიწა 27 000 კვ.მ. და მასზე განთავსებული: 7 200 კვ.მ. საწარმოო შენობა, საიდანაც 900 კვ.მ. საწარმოო ფართია, 3 600 კვ.მ. და 2 700 კვ.მ² კი – სასაწყობო შენობაა. ასევე იყიდება 266 კვ.მ² 2-სართულიანი ადმინისტრაციული კაპიტალური შენობა. კომპანია აწარმოებს როგორც მზესუმზირის, ასევე სიმინდის ზეთს. ცნობისთვის, აუქციონი 20 ნოემბერს მთავრდება.