ბულინგის თემაზე მოსწავლეებისთვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ბულინგის თემაზე მოსწავლეებისთვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ნახატების/პოსტერების კონკურსი ბულინგის თემაზე, გამოცხადებული იყო მედია ცენტრი კახეთი MCK -ის მიერ, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში. კონკურსის, ძირითადი მიზანი იყო ბავშვებში ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო 170-მა მოსწავლემ. ფინალურ ეტაპზე გამოვლინდა 4 გამარჯვებული. 3 საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა ჟიურიმ, 1 კი – სოციალური ქსელის მომხმარებლების რჩეული გახდა.
სოციალური ქსელის რჩეული (პოსტერი რომელმაც ფბ-ზე დააგროვა 1.7K მოწონება)- მარიამ რკინაული, თელავის მეფე ერეკლე მეორის სახელობის პირველი საჯარო სკოლის მე-7გ კლასის მოსწავლე.
გამარჯვებული – ელენე კოხტაშვილი, სსიპ ქ.დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე.
გამარჯვებული – მარიამ მეკოკიშვილი, სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლის მე-10კლასის მოსწავლე.
გამარჯვებული -ხატია ყაზარაშვილი, სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის #1 საჯარო სკოლის მე-8 მოსწავლის მოსწავლე.
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეგზავნება ელექტრონული სერთიფიკატები. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International – საქართველოს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. კახეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია მედია ცენტრი კახეთი MCK.