ახალი ამბები

ვინ არის რუსეთ-უკრაინის ომში გარდაცვლილი თელაველი ახალგაზრდა

საზღვარგარეთ თელაველი მსახიობი და მომღერალი დაიღუპა. 45 წლის ზვიად აბაშიძის გარდაცვალების ფაქტს, მისი მეგობრები ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი რუსეთ- უკრაინის საზღვართან, შეტაკებებს ემსხვერპლა.

“მშვიდობით, ჩემო მეგობარო, ჩვენი ტკბილხმიანი ზვიადი აღარ გვყავს”- წერენ ახლობლები.

ზვიად აბაშიძის გარდაცვალების ფაქტს, მომღერლები, მსახიობები და კომპოზიტორები ეხმაურებიან. ახალგაზრდა წლების წინ, თელავის ვაჟა- ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში წამყვან როლებს თამაშობდა. მოგვიანებით, ის თბილისში გადავიდა, შემდეგ კი, საქართველო დატოვა.

აღნიშნულ ფაქტზე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, ზვიად აბაშიძე რუსეთის მხარეს მოხალისე მედიკოსების ასეულში მსახურობდა და დაიღუპა დაბომბვის დროს, როცა რუსებს დაჭრილების გამოყვანაში ეხმარებოდა. ბოლოს 1 ოქტომბერს იყო საქართველოში და თელავის სახელმწიფო თეატრში გამართულ ალტ-ინფოს შეხვედრას ესწრებოდა. მისი მეგობრების ნაწილი კი ამბობს, რომ ახალგაზრდას უკრაინელი ცოლი ჰყავს და ის რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს შეეწირა.