საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება 8 ნოემბერს გამოცხადდება
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება 8 ნოემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე გამოცხადდება.
ევროკავშირის გაფართოების შესახებ პრესკონფერენციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი გამართავენ.
8 ნოემბერს, ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ მოხსენებას გამოაქვეყნებს, რომელიც 10 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს შეაფასებს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციას გასცემს.
12 დეკემბერს წევრი სახელმწიფოები ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოზე გაფართოების საკითხებს უყრიან კენჭს.