ახალი ამბები

ართანის წმინდა გიორგის “უკარებო” ეკლესია

ეკლესია სოფელი თელავიდან 21 კილომეტრითაა დაშორებული. ის მდინარე დიდხევის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 460 მ-ზე მდებარეობს.

სოფელს ასევე ესაზღვრება მდინარეები – ლოპოტა და ჭიჭაკვი. ართანა უძველესი სოფლების (მოსორნა, ჟუჟურაული, მაჩხაური, იულთა) ნაფუძარზეა გაშენებული.
ართანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, ეს არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ძეგლი სოფ­ლის ჩრდი­ლო­ე­თით, 500 მეტრზე, ტყი­ა­ნი მთის ფერ­დობ­ზეა და ფი­ქა­ლი­თაა ნა­გე­ბი. სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­რიღ­დე­ბა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბით (IX-X სს), თუმ­ცა გვინ­დე­ლი ფე­ნე­ბიც არის გა­მო­ხა­ტუ­ლი, მაგ­რამ რა­ი­მე და­მა­თა­რი­ღე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი არ აქვს.

არის კოშ­კუ­რი ტი­პის ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნია ნა­გე­ბო­ბა – ზე­მოთ სწორ­ხა­ზოვ­ნად ვიწ­როვ­დე­ბა და ორ­ფერ­და სა­ხუ­რა­ვი­თაა დას­რუ­ლე­ბუ­ლი (სი­მაღ­ლე მი­წი­დან სა­ხუ­რა­ვის კე­ხამ­დე – 7 მ). I სარ­თუ­ლი (ზო­მე­ბი ფუ­ძის დო­ნე­ზე 4,7-3,5 მ) ყრუ­კედ­ლე­ბი­ა­ნი სა­თავ­სია, უსარ­კმლო, II სარ­თუ­ლი – დარ­ბა­ზუ­ლი ტი­პის სამ­ლოც­ვე­ლოა.

ტა­ძარს მკვეთ­რად და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი არ აქვს, თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ მას­ში 4 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან შე­დი­ხარ. ნა­გე­ბია სხვა­დას­ხვა ზო­მის ნა­ტე­ხი ქვით. გა­რე­თა კედ­ლე­ბი და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქვე­ბი­თაა ნა­წყო­ბი, ამი­ტომ, წყო­ბა არას­წორ­ხა­ზო­ვა­ნია.

პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი კა­მა­რო­ვა­ნი სად­გო­მია. სად­გო­მის გა­და­ხურ­ვის წყო­ბა­ში ვიწ­რო, სწორ­კუ­თხა (45×45 სმ) ხვრე­ლია და­ტა­ნი­ლი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი მე­ო­რეს უკავ­შირ­დე­ბა. მე­ო­რე სარ­თულ­ზე მცი­რე ზო­მის, კვად­რა­ტუ­ლი ოთა­ხია და ის აღ­მო­სავ­ლე­თით ნა­ხე­ვარ­წრი­უ­ლი აფ­სი­დი­თაა დას­რუ­ლე­ბუ­ლი (სად­გო­მის ფარ­თო­ბი სა­კურ­თხევ­ლი­ა­ნად 5 მ2-მდეა).
მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი სა­თავ­დაც­ვოდ გა­მო­ყე­ნე­ბი­სას, მე­ო­რე სარ­თუ­ლის ინ­ტე­რი­ე­რი შე­უც­ვლი­ათ: შე­სას­ვლე­ლის წინ, მთელ სი­მაღ­ლე­ზე, რი­ყი­სა და ნა­ტე­ხი ქვის სქე­ლი კე­დე­ლი ამო­უყ­ვა­ნი­ათ, რო­მელ­შიც ვიწ­რო, თა­ღო­ვა­ნი კარი მო­უ­წყვი­ათ.

ძეგლი მსგავ­სი ტი­პის ნა­გე­ბო­ბა­თა სა­ინ­ტე­რე­სო ნი­მუ­შია. რე­ა­ლუ­რად კი, არის პა­ტა­რა დარ­ბა­ზუ­ლი სამ­ლოც­ვე­ლო, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ გან­დე­გი­ლი ბე­რის­თვის, მეს­ვე­ტის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი, რო­მე­ლიც იქ მოღ­ვა­წე­ობ­და. ტა­ძა­რი მრევ­ლის­თვის არ იყო გან­კუთ­ვნი­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ტაძ­რის ფორ­მა ჩვე­უ­ლებ­რივ სა­თავ­დაც­ვო კოშ­კე­ბის­თვის არ არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, და­ბა­ლია და ეკ­ლე­სი­ის­თვის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი, ამი­ტო­მაც არის გა­მორ­ჩე­უ­ლი.

ფოტო: კახა სუხიტაშვილი