ახალი ამბები

რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად მარში გაიმართება

24 მაისს, 19:00 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაზარალებული ადამიანების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე მარში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ მარშის ორგანიზატორები არიან საქართველოს არასამთავრობო ორგანიზციები არიან. ორგანიზატორები წერენ, რომ რუსული კანონის ინიციირებიდან დღემდე, პოლიციამ პროტესტში მონაწილე 200-ზე მეტი ადამიანზე დააკავა, ათეულობით ადამიანი ჯარიმდება იმ სამართალდარღვევებისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია და ასეულობით ადამიანს უსაფუძვლოდ იბარებენ დაკითხვაზე.

“ჩვენ გვინდა სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც პოლიცია დაგვიცავს და ხელისუფლების ხელში პოლიტიკური იარაღი არ იქნება”.
ორგანიზატორების თქმით, პოლიცია არა კანონს, არამედ ბიძინა ივანიშვილს ემსახურება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა “საქართველოს პოლიცია ივანიშვილის დაცვის პირად სამსახურად აქცია”. –
აცხადებენ, მარშის ორგანიზატორები.