ახალი ამბები

რამდენი ხმა მიიღო გურჯაანის მერობის კანდიდატმა- როგორია წინასწარი შედეგები

გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია 28 უბანზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგები.

ამ დროის მონაცემებით,გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის ერთადერთმა კანდიდატმა, გიორგი მაჭავარიანმა 14, 450 ხმა მიიღო.

ცესკოს მონაცემებით, დღეს გურჯაანში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა ამომრჩეველთა 35,24 %-მა მიიღო, რაც 17, 703 ამომრჩეველს შეადგენს.

საოლქო კომისიის ინფორმაციით, დღის განმავლობაში უბნებზე დაფიქსირდა ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, რომელიც მალევე აღმოიფხვრა და მას გავლენა არ მოუხდენია საარჩევნო პროცესზე.

გურჯაანის საარჩევნო ოლქში 50, 234 ამომრჩეველია რეგისტრირებული.